უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი შემოჰქონდა

გამოწერა
დანაშაული 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 19 სექტემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ „ლაგოდეხის“ ტერიტორიაზე ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში შემოტანაში ედება.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის დეტალური დათვალიერებისას ავტომობილის სალონში მოწყობილი სპეციალური სამალავიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს 2 შეკვრად დაფასოებული 12 კგ-მდე „მარიხუანა“.
გამოძიება სსკ-ის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0