ბათუმში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა

© Ajara TVწყალდიდობა ბათუმში
წყალდიდობა ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 19.09.2026
გამოწერა
სინოპტიკოსების პროგნოზით, 19-20 სექტემბერს ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის.
თბილისი, 19 სექტემბერი - Sputnik. ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა, იუწყება ტელეკომპანია „TV-პირველი“.
გავრცელებული ინფორმაციით, განსაკუთრებული პრობლემები აღმაშენებლის, კობალაძის, ხიმშიაშვილისა და აბუსერიძის ქუჩებზე შეიქმნა - დაიტბორა საცხოვრებელი სახლების ეზოები, სარდაფები და პირველი სართულები.
ამასთან, გზებზე წყალმა შეაფერხა საავტომობილო მოძრაობა, გადაადგილება გართულებულია ტროტუარებზეც.
ადგილობრივები სანიაღვრე არხების მოწესრიგებას ითხოვენ და ამბობენ, რომ ძლიერი წვიმის დროს დატბორვის შემთხვევები ხშირად ფიქსირდება, რაც გადაადგილებაში ხელს უშლით.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 19-20 სექტემბერს ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
ყველა ახალი ამბავი
0