თბილისსა და რეგიონებში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს

© Ministry of the Internal Affairs of Georgiaდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 18.09.2026
გამოწერა
დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
თბილისი, 18 სექტემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისსა და რეგიონებში სხვადასხვა დროს 11 პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საპოლიციო ღონისძიებები თბილისში, იმერეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში ჩატარდა. დაკავებულებს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვასა და რეალიზაციის ხელშეწყობაში, ასევე ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირებაში ედებათ.
დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
უწყების ცნობით, ბრალდებულთა ნაწილი ნარკოტიკულ საშუალებას წინასწარ შერჩეულ ადგილებზე ათავსებდა, რის შემდეგაც შესაბამის კოორდინატებსა და ფოტოსურათებს დაინტერესებულ პირებს უგზავნიდა.
პოლიციამ ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ასევე მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღო სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის „კოკაინი“, „ჰეროინი", „მეთადონი“, „ალფა პვპ“, „მარიხუანა" და მცენარე „კანაფი".
ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0