საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება

© photo: Sputnik / Сергей Гунеев / გადასვლა მედიაბანკშიგაეროს შენობა ნიუ-იორკში
გაეროს შენობა ნიუ-იორკში - Sputnik საქართველო, 1920, 18.09.2026
გამოწერა
შესაბამის დოკუმენტს ნიუ-იორკში მოეწერება ხელი
თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. საქართველოსა და ნაურუს რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
უწყების ცნობით, შესაბამის დოკუმენტს ხელი ნიუ-იორკში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში მოეწერება.
„განკარგულება საქართველოსა და ნაოეროს რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმის ხელმოწერის თაობაზე, საქართველოს მთავრობამ დღეს გამოსცა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ნაურუ გახდება 184-ე ქვეყანა, რომელთანაც საქართველო დიპლომატიურ ურთიერთობებს დაამყარებს.
ყველა ახალი ამბავი
0