https://sputnik-georgia.com/20260917/sussi-kidev-erti-sakadro-cvlileba-ganxorcielda-300643770.html
სუსში კიდევ ერთი საკადრო ცვლილება განხორციელდა
სუსში კიდევ ერთი საკადრო ცვლილება განხორციელდა
Sputnik საქართველო
მაღარაძე იუსტიციაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მოვიდა, სადაც ის ანალოგიურ თანამდებობაზე მუშაობდა. 17.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-17T13:13+0400
2026-09-17T13:13+0400
2026-09-17T13:13+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
საქართველოს მთავრობა
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23370/57/233705793_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_2d914442f43ebdfc2b12ab970f4eb5f8.jpg
თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. ლაშა მაღრაძე, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა, იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, იუწყება იუსტიციის სამინისტრო.სუსში რამდენიმე საკადრო ცვლილება განხორციელდა. გეკა გელაძემ სუსის უფროსის თანამდებობა დატოვა და შსს-ს დაუბრუნდა, სუსის უფროსად კი თამაზ ბორაშვილი დაინიშნა. 16 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა ის ამ პოსტზე 83 ხმით დაამტკიცა. რაც შეეხება ლაშა მაღრაძეს, ის პროფესიით იურისტია. დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა.სხვადასხვა დროს მუშაობდა წამყვან თანამდებობებზე, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში; აქვს 20-წლიანი გამოცდილება ისეთ სფეროებში, როგორებიც არის: სისხლის სამართლის მართლმსაჯულება; სააღსრულებო სისტემა; სასამართლო სისტემა; სამოსამართლო სწავლება; ანტიკორუფციული, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები. მართლმსაჯულების სექტორის ინსტიტუციური და პროგრამული რეფორმის განსახორციელებლად აქტიურად თანამშრომლობდა საერთაშორისო პარტნიორებთან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23370/57/233705793_82:0:1415:1000_1920x0_80_0_0_c1ef6e675a16df03c1b80e6efaa2c9b1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, საქართველოს მთავრობა , საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, საქართველოს მთავრობა , საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
სუსში კიდევ ერთი საკადრო ცვლილება განხორციელდა
მაღარაძე იუსტიციაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მოვიდა, სადაც ის ანალოგიურ თანამდებობაზე მუშაობდა.
თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. ლაშა მაღრაძე, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა, იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, იუწყება იუსტიციის სამინისტრო.
სუსში რამდენიმე საკადრო ცვლილება განხორციელდა. გეკა გელაძემ სუსის უფროსის თანამდებობა დატოვა და შსს-ს დაუბრუნდა, სუსის უფროსად კი თამაზ ბორაშვილი დაინიშნა. 16 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა ის ამ პოსტზე 83 ხმით დაამტკიცა.
რაც შეეხება ლაშა მაღრაძეს, ის პროფესიით იურისტია. დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა.
სხვადასხვა დროს მუშაობდა წამყვან თანამდებობებზე, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში; აქვს 20-წლიანი გამოცდილება ისეთ სფეროებში, როგორებიც არის: სისხლის სამართლის მართლმსაჯულება; სააღსრულებო სისტემა; სასამართლო სისტემა; სამოსამართლო სწავლება; ანტიკორუფციული, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები. მართლმსაჯულების სექტორის ინსტიტუციური და პროგრამული რეფორმის განსახორციელებლად აქტიურად თანამშრომლობდა საერთაშორისო პარტნიორებთან.