არასრულწლოვანმა ახალციხეში 9 ავტომობილი და სილამაზის სალონი გაქურდა

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 17.09.2026
გამოწერა
დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 17 სექტემბერი - Sputnik. სამარათალდამცველებმა ახალციხეში ქურდობის ბრალდებით წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა არასრულწლოვანმა ახალციხეში 9 ავტომობილი და სილამაზის სალონი გაქურდა, ხოლო ერთ სატრანსპორტო საშუალებას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა და ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე ბრალდებულის სახით დააკავა. ნივთმტკიცებად ამოღებულია ნაქურდალი ავტომობილი.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0