https://sputnik-georgia.com/20260916/saqartveloshi-2-saministro-gaertiandeba-300622857.html
ორი სამინისტრო გაერთიანდება - კადრებს სპეციალური კომისია შეარჩევს
ორი სამინისტრო გაერთიანდება - კადრებს სპეციალური კომისია შეარჩევს
Sputnik საქართველო
მთავრობის საპარლამენტო მდივნის განცხადებით, სამინისტროების გაერთიანების აუცილებლობა გამოწვეულია იმით, რომ ორივე უწყება ამჟამად, ფაქტობრივად, დუბლირებს... 16.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-16T13:45+0400
2026-09-16T13:45+0400
2026-09-16T13:45+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს მთავრობა
ინფრასტრუქტურის სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0b/251141571_0:161:3069:1887_1920x0_80_0_0_4f0fe7b9b02e0fbc7b36823a032d4618.jpg
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი განიხილავს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების ერთ უწყებად გაერთიანების საკითხს, კანონპროექტი პირველი მოსმენით უკვე მიღებულია.რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები, რომლებიც წლების განმავლობაში ერთიან სამინისტროდ ფუნქციონირებდა, 2025 წლის აპრილში გაიყო. 2026 წლის აგვისტოში მთავრობამ გააჟღერა ინიციატივა რეგიონული განვითარების სამინისტროს გაუქმებისა და მის ნაცვლად რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შექმნის შესახებ. თუმცა, საბოლოოდ ამ იდეაზე უარი ითქვა - მიზეზი გახდა მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლა, რომელიც ამ თანამდებობაზე კანდიდატად განიხილებოდა.ახლა დღის წესრიგში კვლავ დგას ორი სამინისტროს გაერთიანების საკითხი. უწყებების შერწყმის შესახებ პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა ისაუბრა.მისი თქმით, გაერთიანების აუცილებლობა გამოწვეულია იმით, რომ ორივე სამინისტრო ამჟამად, ფაქტობრივად, დუბლირებს ერთმანეთს: ისინი ახორციელებენ ერთსა და იმავე პოლიტიკას და დამხმარე ფუნქციების შესასრულებლად პარალელურ სტრუქტურულ ერთეულებს ინარჩუნებენ.ბაჩიაშვილის თქმით, ის საჯარო მოხელეები, რომლებიც ვერ გაივლიან კომისიის შერჩევას, სამსახურიდან გათავისუფლდებიან და მიიღებენ კომპენსაციას.„გადაყვანაზე უარის თქმის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია და გაიცემა კომპენსაცია. ამავდროულად, მათთვის ხელმისაწვდომი რჩება საჯარო სამსახურის სისტემა და ვაკანტური თანამდებობები, რომელთა გამჭვირვალობაც ასევე კანონით არის გარანტირებული“, — განაცხადა ბაჩიაშვილმა.ორი უწყების ერთ სამინისტროდ ჩამოყალიბების საკითხს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0b/251141571_168:0:2899:2048_1920x0_80_0_0_626ddde3d04db3458ebf9a71184ad520.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა , ინფრასტრუქტურის სამინისტრო
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა , ინფრასტრუქტურის სამინისტრო
ორი სამინისტრო გაერთიანდება - კადრებს სპეციალური კომისია შეარჩევს
მთავრობის საპარლამენტო მდივნის განცხადებით, სამინისტროების გაერთიანების აუცილებლობა გამოწვეულია იმით, რომ ორივე უწყება ამჟამად, ფაქტობრივად, დუბლირებს ერთმანეთს
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი განიხილავს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების ერთ უწყებად გაერთიანების საკითხს, კანონპროექტი პირველი მოსმენით უკვე მიღებულია.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები, რომლებიც წლების განმავლობაში ერთიან სამინისტროდ ფუნქციონირებდა, 2025 წლის აპრილში გაიყო. 2026 წლის აგვისტოში მთავრობამ გააჟღერა ინიციატივა რეგიონული განვითარების სამინისტროს გაუქმებისა და მის ნაცვლად რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შექმნის შესახებ. თუმცა, საბოლოოდ ამ იდეაზე უარი ითქვა - მიზეზი გახდა მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლა, რომელიც ამ თანამდებობაზე კანდიდატად განიხილებოდა.
ახლა დღის წესრიგში კვლავ დგას ორი სამინისტროს გაერთიანების საკითხი. უწყებების შერწყმის შესახებ პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა ისაუბრა.
მისი თქმით, გაერთიანების აუცილებლობა გამოწვეულია იმით, რომ ორივე სამინისტრო ამჟამად, ფაქტობრივად, დუბლირებს ერთმანეთს: ისინი ახორციელებენ ერთსა და იმავე პოლიტიკას და დამხმარე ფუნქციების შესასრულებლად პარალელურ სტრუქტურულ ერთეულებს ინარჩუნებენ.
„ინფრასტრუქტურის მინისტრი შექმნის კომისიას. ამ კომისიამ უნდა უზრუნველყოს საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროში მომუშავე საჯარო მოხელეების საქმიანობის, მათი ფუნქციების, მოვალეობებისა და კვალიფიკაციის შეფასება და მიიღოს გადაწყვეტილება მათი ახალ, გაერთიანებულ სამინისტროში გადაყვანის შესახებ“, – განაცხადა ბაჩიაშვილმა.
ბაჩიაშვილის თქმით, ის საჯარო მოხელეები, რომლებიც ვერ გაივლიან კომისიის შერჩევას, სამსახურიდან გათავისუფლდებიან და მიიღებენ კომპენსაციას.
„გადაყვანაზე უარის თქმის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია და გაიცემა კომპენსაცია. ამავდროულად, მათთვის ხელმისაწვდომი რჩება საჯარო სამსახურის სისტემა და ვაკანტური თანამდებობები, რომელთა გამჭვირვალობაც ასევე კანონით არის გარანტირებული“, — განაცხადა ბაჩიაშვილმა.
ორი უწყების ერთ სამინისტროდ ჩამოყალიბების საკითხს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.