https://sputnik-georgia.com/20260916/saqartvelodan-78-aralegali-gaazeves-300624723.html
საქართველოდან კიდევ 78 არალეგალი გააძევეს
საქართველოდან კიდევ 78 არალეგალი გააძევეს
Sputnik საქართველო
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. 16.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-16T13:22+0400
2026-09-16T13:22+0400
2026-09-16T13:22+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/02/11/297187037_45:0:1236:670_1920x0_80_0_0_122e18fe22a18e1b6837e92cdbfedfb7.jpg
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. მიგრაციის დეპარტამენტმა ბოლო დღეების განმავლობაში უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე საქართველოდან გააძევა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო. ქვეყნიდან გაძევებულია ინდოეთის, თურქეთის, ეგვიპტის, რუსეთის, აზერბაიჯანის, თურქმენეთის, ყაზახეთის, ბელარუსის, პაკისტანის, უზბეკეთის, ბანგლადეშის, ყირგიზეთის, ეთიოპიის, იორდანიის, შრი-ლანკის და სხვა სახელმწიფოების მოქალაქეები. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ. უცხო ქვეყნის მოქალაქეების გაძევების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი, ისე სასამართლო. ქვეყნიდან გაძევებულ უცხოელებს საქართველოში შემოსვლა ორიდან ხუთ წლამდე ვადით ეკრძალებათ. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება მათზე, ვინც ქვეყანა ნებაყოფლობით დატოვა. ბოლო პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარე საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებებმა ერთგვარი პრევენციული ხასიათის დატვირთვა მიიღო, რამაც საქართველოში მყოფი უცხოელი არალეგალების მხრიდან ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვება გამოიწვია. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველო ნებაყოფლობით უკვე 2 ათასზე მეტმა უცხოელმა არალეგალმა დატოვა. უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის ფარგლებში 2026 წელს ქვეყნიდან 3500-დან 4000-მდე არალეგალი მიგრანტის გაძევება იგეგმება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/02/11/297187037_194:0:1087:670_1920x0_80_0_0_e981fd8d909622e8db803786812f9d21.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველოდან კიდევ 78 არალეგალი გააძევეს
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. მიგრაციის დეპარტამენტმა ბოლო დღეების განმავლობაში უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე საქართველოდან გააძევა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ქვეყნიდან გაძევებულია ინდოეთის, თურქეთის, ეგვიპტის, რუსეთის, აზერბაიჯანის, თურქმენეთის, ყაზახეთის, ბელარუსის, პაკისტანის, უზბეკეთის, ბანგლადეშის, ყირგიზეთის, ეთიოპიის, იორდანიის, შრი-ლანკის და სხვა სახელმწიფოების მოქალაქეები.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
უცხო ქვეყნის მოქალაქეების გაძევების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი, ისე სასამართლო.
ქვეყნიდან გაძევებულ უცხოელებს საქართველოში შემოსვლა ორიდან ხუთ წლამდე ვადით ეკრძალებათ. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება მათზე, ვინც ქვეყანა ნებაყოფლობით დატოვა.
ბოლო პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარე საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებებმა ერთგვარი პრევენციული ხასიათის დატვირთვა მიიღო, რამაც საქართველოში მყოფი უცხოელი არალეგალების მხრიდან ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვება გამოიწვია. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველო ნებაყოფლობით უკვე 2 ათასზე მეტმა უცხოელმა არალეგალმა დატოვა.
უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის ფარგლებში 2026 წელს ქვეყნიდან 3500-დან 4000-მდე არალეგალი მიგრანტის გაძევება იგეგმება.