https://sputnik-georgia.com/20260916/sapensio-amnistia-gamocxadda-300630469.html
საპენსიო ამნისტია საქართველოში: დამსაქმებლებს ჯარიმებს ჩამოაწერენ
საპენსიო ამნისტია საქართველოში: დამსაქმებლებს ჯარიმებს ჩამოაწერენ
Sputnik საქართველო
კანონი დაახლოებით 13,5 ათას დამსაქმებელს შეეხება. 16.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-16T20:19+0400
2026-09-16T20:19+0400
2026-09-16T20:19+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
კანონმდებლობა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ბიზნესგარემო
საპენსიო სააგენტო
ახალი ამბები
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0d/291395307_0:101:1920:1181_1920x0_80_0_0_f47842f6cb27d90623beae5f186a61ae.jpg
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. სახელმწიფო საპენსიო ფონდში საპენსიო დავალიანების გამო დაკისრებულ და გადაუხდელ ჯარიმებს, რომელთა ოდენობაც 43 მლნ ლარს შეადგენს, იმ პირობით ჩამოწერს, თუ კომპანიები საპენსიო დავალიანებას და საურავს მიმდინარე წლის ბოლომდე დაფარავენ.პარლამენტმა კანონპროექტების პაკეტი მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო - კანონი დაახლოებით 13,5 ათას დამსაქმებელს შეეხება.ამასთან, საკანონმდებლო ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება ჯარიმების ოდენობა 500-დან 300 ლარამდე შეამციროს. გარდა ამისა, საპენსიო ფონდში დავების განხილვის სამსახური შეიქმნება, რაც სადავო საკითხის სასამართლომდე განხილვას უზრუნველყოფს.დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1-ელ იანვარს ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულო ხასიათისაა.2026 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ პირთა რაოდენობამ 1 მილიონ 769 ათასი ადამიანი შეადგინა. ამ დროისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 35.793-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 185.189.254 ლარი.მოქმედი სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს. სახელმწიფო. 24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს დაარიცხავს.დაგროვებული საპენსიო თანხის – 560 მლნ ლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა. ინვესტიცია მაღალი რეიტინგის მქონე კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განხორციელდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0d/291395307_107:0:1815:1281_1920x0_80_0_0_e58b4d2185634f2999951a427985a5f0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ბიზნესგარემო , საპენსიო სააგენტო, ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ბიზნესგარემო , საპენსიო სააგენტო, ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში
საპენსიო ამნისტია საქართველოში: დამსაქმებლებს ჯარიმებს ჩამოაწერენ
კანონი დაახლოებით 13,5 ათას დამსაქმებელს შეეხება.
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. სახელმწიფო საპენსიო ფონდში საპენსიო დავალიანების გამო დაკისრებულ და გადაუხდელ ჯარიმებს, რომელთა ოდენობაც 43 მლნ ლარს შეადგენს, იმ პირობით ჩამოწერს, თუ კომპანიები საპენსიო დავალიანებას და საურავს მიმდინარე წლის ბოლომდე დაფარავენ.
პარლამენტმა კანონპროექტების პაკეტი მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო - კანონი დაახლოებით 13,5 ათას დამსაქმებელს შეეხება.
ამასთან, საკანონმდებლო ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება ჯარიმების ოდენობა 500-დან 300 ლარამდე შეამციროს. გარდა ამისა, საპენსიო ფონდში დავების განხილვის სამსახური შეიქმნება, რაც სადავო საკითხის სასამართლომდე განხილვას უზრუნველყოფს.
დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1-ელ იანვარს ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულო ხასიათისაა.
2026 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ პირთა რაოდენობამ 1 მილიონ 769 ათასი ადამიანი შეადგინა. ამ დროისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 35.793-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 185.189.254 ლარი.
მოქმედი სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს. სახელმწიფო. 24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს დაარიცხავს.
დაგროვებული საპენსიო თანხის – 560 მლნ ლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა. ინვესტიცია მაღალი რეიტინგის მქონე კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განხორციელდა.