მაია ბითაძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა

© Courtesy of Maia Bitadzeმაია ბითაძე
მაია ბითაძე - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2026
გამოწერა
მაია ბითაძემ კულტურის მინისტრის პოსტზე თინათინ რუხაძე ჩაანაცვლა, რომელმაც მინისტრის თანამდებობა 28 ივლისს დატოვა.
თბილისი, 16 სექტემბერი - Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატს, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა.
ბითაძისთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის მიზეზი გახდა მისი აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასვლა - იგი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გუშინ, 15 სექტემბერს კულტურის მინისტრად დანიშნა.
პარლამენტის სხდომაზე კენჭისყრის ბოლოს ქვეყნის პირველმა კანონმდებელმა შალვა პაპუაშვილმა ბითაძეს კულტურის მინისტრად დანიშვნა მიულოცა და ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.
მაია ბითაძემ კულტურის მინისტრის პოსტზე თინათინ რუხაძე ჩაანაცვლა, რომელმაც მინისტრის თანამდებობა 28 ივლისს დატოვა.
მაია ბითაძე 2020 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრი და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე იყო. 2011-2017 წლებში – საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის, 2017-2020 წლებში კი თბილისის მერის მოადგილე იყო. არის სამართლის დოქტორი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
ყველა ახალი ამბავი
0