მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროკავშირის უსაფრთხოების ახალი სტრატეგია დააანონსა

© photo: Sputnik / Григорий Сысоев / გადასვლა მედიაბანკშიურსულა ფონ დერ ლაიენი
ურსულა ფონ დერ ლაიენი - Sputnik საქართველო, 1920, 16.09.2026
გამოწერა
ევროპოლიტიკოსის თქმით, ჰიბრიდული საფრთხეების ზრდის ფონზე აუცილებელია ახალი ზომები ბლოკის ქვეყნების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ აპირებს წარადგინოს ევროკავშირის უსაფრთხოების ახალი სტრატეგია, რომლის მომზადებასაც ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელ კაია კალასთან ერთად გეგმავს.
ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნული განცხადება ევროპარლამენტის სხდომაზე გააკეთა, რომელიც ოთხშაბათს სტრასბურგში იმართება.
ევროპოლიტიკოსის თქმით, ჰიბრიდული საფრთხეების ზრდის ფონზე აუცილებელია ახალი ზომები ბლოკის ქვეყნების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
„საფრთხეების დონის ზრდასთან ერთად, ევროპის მზადყოფნაც უნდა გაიზარდოს. სწორედ ამიტომ, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ერთად შემოგთავაზებთ ევროპული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიას“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში გამოსვლისას.
მისი აზრით, ევროკავშირში არსებული დოქტრინა, ინსტიტუტები და გადაწყვეტილების მიღების მექანიზმები „ახალ რეალობას ჩამორჩება“.
უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის სახით, ევროკომისარმა ევროპული ქვეყნებისთვის ნატოს მე-4 მუხლის ანალოგის — უსაფრთხოების საფრთხეებზე გადაუდებელი რეაგირების მექანიზმის — შექმნა იგულისხმა.
„მჯერა, რომ დროა, ევროპას საკუთარი მე-4 მუხლი – ანუ საგანგებო უსაფრთხოების პროტოკოლი – ჰქონდეს", - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
თქვა ფონ დერ ლაიენმა, რაშიც მან NATO-ს მეოთხე მუხლის მსგავსი საკონსულტაციო მექანიზმის შექმნა იგულისხმა.
გარდა ამისა, მან წამოაყენა ინიციატივა უკრაინასთან ერთობლივი პროექტის დაწყების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დაბალფასიანი მოდულური საჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნას.
ვროკომისიის პრეზიდენტმა დამსწრეთ შეახსენა, რომ ევროკავშირი აშშ-თან Patriot-ის ტიპის რაკეტების მიწოდებაზე მანამდე შეთანხმდა. ამასთან, ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროპამ ძალისხმევა უნდა მიმართოს „ერთ მომწოდებელზე დამოკიდებულების შესამცირებლად“.
ნატოს მე-4 მუხლი ითვალისწინებს მოკავშირეებს შორის კონსულტაციებს იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მათგანის აზრით, საფრთხე ემუქრება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის რომელიმე წევრი სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას ან უსაფრთხოებას.
ევროკავშირის უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის მომზადებაზე ევროკომისია და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახური მიმდინარე წლის დასაწყისიდან ახორციელებდნენ.
ევროპული კომისია და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახური მიმდინარე წლის დასაწყისიდან ევროკავშირის უსაფრთხოების ახალ სტრატეგიას ამზადებენ.
ყველა ახალი ამბავი
0