https://sputnik-georgia.com/20260915/trump-tower-marketinguli-kampania-300620992.html
ყველაზე მაღალი შენობა საქართველოში: Trump Tower-ის მარკეტინგული კამპანია
ყველაზე მაღალი შენობა საქართველოში: Trump Tower-ის მარკეტინგული კამპანია
Sputnik საქართველო
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. ქართველი დეველოპერების ჯგუფი მიმდინარე კვირაში დაიწყებს მარკეტინგულ კამპანიას და წარადგენს 70-სართულიანი ცათამბჯენის, Trump... 15.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-15T20:58+0400
2026-09-15T20:58+0400
2026-09-15T20:57+0400
საქართველო
აშშ
ბიძინა ივანიშვილი
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/16/267745917_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_7eb28337cca430815fdd7bbdec40e1c7.jpg
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. ქართველი დეველოპერების ჯგუფი მიმდინარე კვირაში დაიწყებს მარკეტინგულ კამპანიას და წარადგენს 70-სართულიანი ცათამბჯენის, Trump Tower Tbilisi-ის ვიზუალურ პროექტებს, რომელიც ქვეყანაში ყველაზე მაღალი შენობა გახდება, ნათქვამია The Wall Street Journal-ის სტატიაში.ამერიკულმა გამოცემა WSJ-მ გამოაქვეყნა სტატია სათაურით „Trump Tower-ის უახლესი ადგილი: ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, რომელიც რუსეთს უახლოვდება“. პროექტი ხორციელდება ქართველ დეველოპერებსა და Trump Organization-ს შორის მიმდინარე წლის მაისში ხელმოწერილი სალიცენზიო შეთანხმების ფარგლებში. როგორც ამერიკულმა გამოცემა Newsweek-მა ადრე გაავრცელა ინფორმაცია, Trump Tower Tbilisi-ში, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შენობა უნდა გახდეს, ინვესტიციის ჯამური მოცულობა დაახლოებით ორი მილიარდი დოლარი იქნება.როგორც სტატიაშია აღნიშნული, დონალდ ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში Trump Organization-ს ინტერესთა კონფლიქტის შიშის გამო უცხოური გარიგებები არ გაუფორმებია, თუმცა მეორე ვადის დროს ორგანიზაციამ ეს თვითშეზღუდვა მოხსნა.The Wall Street Journal-ის ცნობით, დონალდ ტრამპმა გასულ წელს საზღვარგარეთ უძრავი ქონების ლიცენზირების ხელშეკრულებებიდან 59 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც აღემატება 2024 წელს და წინა წლებში მიღებულ 45 მილიონ დოლარს.სტატიაში აღნიშნულია, რომ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორის საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი იყო. ურთიერთობები მას შემდეგ გაუარესდა, რაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება"“ აშშ-ის მხრიდან კრიტიკის სამიზნე გახდა იმ კანონების მიღების გამო, რომლებიც, ვაშინგტონის შეფასებით, ახშობენ განსხვავებულ აზრს, და ასევე რუსეთთან დაახლოებისკენ გადადგმული ნაბიჯების გამო.როგორც გამოცემა აღნიშნავს, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ღიად აკრიტიკებდა საქართველოს ხელისუფლებას დემოკრატიული პრინციპებიდან უკან დახევის გამო და დონალდ ტრამპის დაბრუნების შემდეგ კი თბილისსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები კვლავ ცივი რჩება. კერძოდ, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ გასულ წელს გამართულ მოსმენაზე საქართველოს მთავრობა ანტიამერიკულად დაახასიათა. ამასთან, პროექტის რეალიზაციამ ფინანსური სარგებელი მოუტანა ბიძინა ივანიშვილის ოჯახს, რომელსაც 2024 წლის ბოლოს აშშ-მ სამქციები დაუწესა.გამოცემა საქართველოს სახელმწიფო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ 2023 წელს დეველოპერებმა მიწის ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაკავშირებულ ფონდთან და შეთანხმდნენ, რომ მოგვიანებით 85 მილიონ დოლარამდე გადაიხდიდნენ.პროექტის წარმომადგენელმა გამოცემას განუცხადა, რომ დეველოპერებმა ეს თანხა ეტაპობრივად გადაიხადეს და გარიგება სრულად ივლისში გაფორმდა.სტატიის თანახმად, ნიუ-იორკელი დეველოპერი ალექს საპირი გასულ წელს საქართველოში ინვესტორებს შეხვდა, ხოლო მიმდინარე წლის მაისში, ქართველმა ინვესტორებმა ფლორიდაში ერიკ ტრამპთან შეთანხმებას მოაწერეს ხელი. გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ქართველ ინვესტორებს შორის იყო საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ილია წულაია.გამოცემის ცნობით, ილია წულაია გასულ წელს ვაშინგტონში ვიზიტად მყოფი დელეგაციის წევრი იყო, რომელმაც ამერიკელ კანონმდებლებთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების დროს ხაზი გაუსვა საქართველოსა და აშშ-ის შორის ურთიერთობების მნიშვნელობას.ამერიკელმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა გამოცემას განუცხადა, რომ ქართული დელეგაცია ცდილობდა მიენიშნებინა, რომ დაინტერესებულია ვაშინგტონის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების გაუმჯობესებითა და სანქციების შემსუბუქებით.2012 წელს The Trump Organization-მა განაცხადა, რომ ბათუმში Silk Road Group-თან ერთობლივად აპირებს ააშენოს Trump Tower – 47-სართულიანი ნაგებობა Trump Riviera. მაგრამ მაშინ ის პროექტი გაუქმდა.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/16/267745917_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_2c8a4032dc0e9f5a076f220365ea87f1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აშშ , ბიძინა ივანიშვილი , საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს მთავრობა
საქართველო, აშშ , ბიძინა ივანიშვილი , საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს მთავრობა
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. ქართველი დეველოპერების ჯგუფი მიმდინარე კვირაში დაიწყებს მარკეტინგულ კამპანიას და წარადგენს 70-სართულიანი ცათამბჯენის, Trump Tower Tbilisi-ის ვიზუალურ პროექტებს, რომელიც ქვეყანაში ყველაზე მაღალი შენობა გახდება, ნათქვამია The Wall Street Journal-ის სტატიაში.
ამერიკულმა გამოცემა WSJ-მ გამოაქვეყნა სტატია სათაურით „Trump Tower-ის უახლესი ადგილი: ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, რომელიც რუსეთს უახლოვდება“. პროექტი ხორციელდება ქართველ დეველოპერებსა და Trump Organization-ს შორის მიმდინარე წლის მაისში ხელმოწერილი სალიცენზიო შეთანხმების ფარგლებში. როგორც ამერიკულმა გამოცემა Newsweek-მა ადრე გაავრცელა ინფორმაცია, Trump Tower Tbilisi-ში, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შენობა უნდა გახდეს, ინვესტიციის ჯამური მოცულობა დაახლოებით ორი მილიარდი დოლარი იქნება.
„თბილისში 70-სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობა იგეგმება იმ ნაკვეთზე, რომელიც შეძენილია აშშ-ის მიერ სანქცირებული მილიარდერთან დაკავშირებული ფონდისგან, საქართველოს რუსეთთან დაახლოებისა და ვაშინგტონთან ურთიერთობების გაციების ფონზე“, - ნათქვამია სტატიაში.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, დონალდ ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში Trump Organization-ს ინტერესთა კონფლიქტის შიშის გამო უცხოური გარიგებები არ გაუფორმებია, თუმცა მეორე ვადის დროს ორგანიზაციამ ეს თვითშეზღუდვა მოხსნა.
The Wall Street Journal-ის ცნობით, დონალდ ტრამპმა გასულ წელს საზღვარგარეთ უძრავი ქონების ლიცენზირების ხელშეკრულებებიდან 59 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც აღემატება 2024 წელს და წინა წლებში მიღებულ 45 მილიონ დოლარს.
„თეთრი სახლი აცხადებს, რომ ტრამპი მოქმედებს მხოლოდ ამერიკელი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე და არ აქვს ინტერესთა კონფლიქტი თავის ბიზნესთან. ტრამპის სახელით საქართველოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის აშენება საგარეო პოლიტიკაში განსაკუთრებულ დისონანსს ქმნის“, - ნათქვამია სტატიაში.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორის საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი იყო. ურთიერთობები მას შემდეგ გაუარესდა, რაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება"“ აშშ-ის მხრიდან კრიტიკის სამიზნე გახდა იმ კანონების მიღების გამო, რომლებიც, ვაშინგტონის შეფასებით, ახშობენ განსხვავებულ აზრს, და ასევე რუსეთთან დაახლოებისკენ გადადგმული ნაბიჯების გამო.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ღიად აკრიტიკებდა საქართველოს ხელისუფლებას დემოკრატიული პრინციპებიდან უკან დახევის გამო და დონალდ ტრამპის დაბრუნების შემდეგ კი თბილისსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები კვლავ ცივი რჩება. კერძოდ, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ გასულ წელს გამართულ მოსმენაზე საქართველოს მთავრობა ანტიამერიკულად დაახასიათა. ამასთან, პროექტის რეალიზაციამ ფინანსური სარგებელი მოუტანა ბიძინა ივანიშვილის ოჯახს, რომელსაც 2024 წლის ბოლოს აშშ-მ სამქციები დაუწესა.
გამოცემა საქართველოს სახელმწიფო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ 2023 წელს დეველოპერებმა მიწის ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაკავშირებულ ფონდთან და შეთანხმდნენ, რომ მოგვიანებით 85 მილიონ დოლარამდე გადაიხდიდნენ.
პროექტის წარმომადგენელმა გამოცემას განუცხადა, რომ დეველოპერებმა ეს თანხა ეტაპობრივად გადაიხადეს და გარიგება სრულად ივლისში გაფორმდა.
სტატიის თანახმად, ნიუ-იორკელი დეველოპერი ალექს საპირი გასულ წელს საქართველოში ინვესტორებს შეხვდა, ხოლო მიმდინარე წლის მაისში, ქართველმა ინვესტორებმა ფლორიდაში ერიკ ტრამპთან შეთანხმებას მოაწერეს ხელი. გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ქართველ ინვესტორებს შორის იყო საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ილია წულაია.
გამოცემის ცნობით, ილია წულაია გასულ წელს ვაშინგტონში ვიზიტად მყოფი დელეგაციის წევრი იყო, რომელმაც ამერიკელ კანონმდებლებთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების დროს ხაზი გაუსვა საქართველოსა და აშშ-ის შორის ურთიერთობების მნიშვნელობას.
ამერიკელმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა გამოცემას განუცხადა, რომ ქართული დელეგაცია ცდილობდა მიენიშნებინა, რომ დაინტერესებულია ვაშინგტონის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების გაუმჯობესებითა და სანქციების შემსუბუქებით.
2012 წელს The Trump Organization-მა განაცხადა, რომ ბათუმში Silk Road Group-თან ერთობლივად აპირებს ააშენოს Trump Tower – 47-სართულიანი ნაგებობა Trump Riviera. მაგრამ მაშინ ის პროექტი გაუქმდა.