https://sputnik-georgia.com/20260915/tamazashvili-batumshi-samashvenlo-operacias-daeswro-300610482.html
საქართველოს შს მინისტრი სომეხ კოლეგასთან ერთად ბათუმში სამაშველო ოპერაციას დაესწო
საქართველოს შს მინისტრი სომეხ კოლეგასთან ერთად ბათუმში სამაშველო ოპერაციას დაესწო
Sputnik საქართველო
სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრის არპინე სარგსიანი საქართველოში დელეგაციასთან ერთად იმყოფება. 15.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-15T19:37+0400
2026-09-15T19:37+0400
2026-09-15T19:37+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
სომხეთი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/15/293858867_0:31:2048:1183_1920x0_80_0_0_5ab94e863e30515e0b87c957e1fd0a5b.jpg
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს და სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრები სულხან თამაზაშვილი და არპინე სარგსიანი ბათუმში გამართულ საჩვენებელ სამაშველო ოპერაციას დაესწრნენ, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს ზღვაზე მომხდარ ინციდენტებზე სწრაფი რეაგირების, სხვადასხვა დანაყოფის კოორდინირებული მოქმედებისა და სამაშველო ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელების შესაძლებლობები წარუდგინეს. საჩვენებელ ოპერაციაში შსს-ის სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის, სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მონაწილეობდნენ. ღონისძიების ფარგლებში გამოყენებული იყო სხვადასხვა ტიპის მცურავი საშუალებები, დრონი და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. დღესვე არპინე სარგსიანი, დელეგაციასთან ერთად, საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტსაც ეწვია. დელეგაციის წევრები ადგილზე გაეცნენ დეპარტამენტის მუშაობის სპეციფიკას. სტუმრებმა დაათვალიერეს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლაბორატორიები, ასევე, მოინახულეს დეპარტამენტის ავტოპარკი, მათ შორის მაღალტექნოლოგიური მოძრავი კრიმინალისტიკური ლაბორატორიები. სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით დელეგაციასთან ერთად გუშინ ჩამოვიდა.
საქართველო
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/15/293858867_216:0:1833:1213_1920x0_80_0_0_a1c1e8cfb1402bc89ee2832772589f4c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , სომხეთი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , სომხეთი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოს შს მინისტრი სომეხ კოლეგასთან ერთად ბათუმში სამაშველო ოპერაციას დაესწო
სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრის არპინე სარგსიანი საქართველოში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს და სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრები სულხან თამაზაშვილი და არპინე სარგსიანი ბათუმში გამართულ საჩვენებელ სამაშველო ოპერაციას დაესწრნენ, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს ზღვაზე მომხდარ ინციდენტებზე სწრაფი რეაგირების, სხვადასხვა დანაყოფის კოორდინირებული მოქმედებისა და სამაშველო ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელების შესაძლებლობები წარუდგინეს.
საჩვენებელ ოპერაციაში შსს-ის სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის, სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.
ღონისძიების ფარგლებში გამოყენებული იყო სხვადასხვა ტიპის მცურავი საშუალებები, დრონი და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.
დღესვე არპინე სარგსიანი, დელეგაციასთან ერთად, საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტსაც ეწვია. დელეგაციის წევრები ადგილზე გაეცნენ დეპარტამენტის მუშაობის სპეციფიკას.
სტუმრებმა დაათვალიერეს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლაბორატორიები, ასევე, მოინახულეს დეპარტამენტის ავტოპარკი, მათ შორის მაღალტექნოლოგიური მოძრავი კრიმინალისტიკური ლაბორატორიები.
სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით დელეგაციასთან ერთად გუშინ ჩამოვიდა.