https://sputnik-georgia.com/20260915/narkodanashaulis-braldebit-4-piri-daakaves-300604564.html
ნარკოდანაშაული საქართველოში: პოლიციამ 4 პირი დააკავა
ნარკოდანაშაული საქართველოში: პოლიციამ 4 პირი დააკავა
Sputnik საქართველო
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს 15.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-15T15:16+0400
2026-09-15T15:16+0400
2026-09-15T15:16+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
ბრძოლა ნარკოდანაშაულთან
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287643972_0:0:2106:1185_1920x0_80_0_0_7ddfd4d7af9589f00b57f06636144f25.jpg
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ბათუმში ოთხი პირი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. უწყების ცნობით, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ბრალდებით უცხო ქვეყნის 3 და საქართველოს 1 მოქალაქეა დაკავებული. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ბრალდებულს ბათუმში ნაქირავებ ბინაში მოწყობილი ჰქონდა სპეციალური სათბური, სადაც შემდგომი რეალიზაციის მიზნით „კანაფის“ უკანონო მოყვანასა და კულტივირებას ახდენდა. პოლიციამ ბრალდებულების პირადი, დროებითი საცხოვრებელი ბინისა და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღო, მათ შორის: 25 შეკვრად დაფასოებული „მეფედრონი“, 20 შეკვრა „ჰაშიში“ და 4 კილოგრამამდე მცენარე „კანაფი“. სამართალდამცველების მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისა და კულტივირებისთვის საჭირო მასალები. გამოძიება სსკ-ის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/1e/287643972_238:0:2106:1401_1920x0_80_0_0_50729cf8c9d720f958876044a843dd00.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, ბრძოლა ნარკოდანაშაულთან, ახალი ამბები
ნარკოდანაშაული საქართველოში: პოლიციამ 4 პირი დააკავა
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ბათუმში ოთხი პირი დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ბრალდებით უცხო ქვეყნის 3 და საქართველოს 1 მოქალაქეა დაკავებული.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ბრალდებულს ბათუმში ნაქირავებ ბინაში მოწყობილი ჰქონდა სპეციალური სათბური, სადაც შემდგომი რეალიზაციის მიზნით „კანაფის“ უკანონო მოყვანასა და კულტივირებას ახდენდა.
პოლიციამ ბრალდებულების პირადი, დროებითი საცხოვრებელი ბინისა და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღო, მათ შორის: 25 შეკვრად დაფასოებული „მეფედრონი“, 20 შეკვრა „ჰაშიში“ და 4 კილოგრამამდე მცენარე „კანაფი“.
სამართალდამცველების მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისა და კულტივირებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სსკ-ის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.