https://sputnik-georgia.com/20260915/miqanadze-mjera-axali-saswavlo-weli-warmatebis-sawkisi-iqneba-300606458.html
მიქანაძე: მჯერა, ახალი სასწავლო წელი წარმატების გზის საწყისი იქნება
მიქანაძე: მჯერა, ახალი სასწავლო წელი წარმატების გზის საწყისი იქნება
Sputnik საქართველო
დღეს საქართველოს საჯარო და რიგ კერძო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. 15.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-15T14:47+0400
2026-09-15T14:47+0400
2026-09-15T14:47+0400
საქართველო
განათლება საქართველოში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/01/294003787_0:90:854:570_1920x0_80_0_0_4f8ec9a52a3714e91e8e6582dc478e73.jpg
თბილისი, 15 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მოსწავლეებს, სტუდენტებს, მასწავლებლებსა და მშობლებს 2026-2027 სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. 15 სექტემბერს მთელი ქვეყნის მასშტაბით საჯარო და რიგ კერძო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ახალ სასწავლო წელს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 38 ათასამდე პირველკლასელია რეგისტრირებული. როგორც მიქანაძემ აღნიშნა, სახელმწიფოს მთავარი ამოცანაა, თითოეული მოსწავლისთვის უზრუნველყოფილი იქნას უსაფრთხო, ჯანსაღი და თანამედროვე სასწავლო გარემო, რასაც ემსახურება ზოგადი განათლების რეფორმა და ბოლო წლებში განხორციელებული თითოეული ინიციატივა. წელს მოსწავლეებს არაერთი ცვლილება ელოდებათ — როგორც სასიამოვნო სიახლეები, ისე მკაცრი შეზღუდვები. მთავარ სიახლეებს შორის არის სწავლების ხანგრძლივობის შემცირება. სასკოლო პროგრამა 12-წლიანი ფორმატის ნაცვლად 11-წლიანზე გადადის: ანუ პროგრამა 10 წელში დასრულდება, ხოლო 2027-2028 სასწავლო წლიდან მე-11 კლასი რეპეტიტორიუმად გარდაიქმნება და ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებას დაეთმობა. პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის სავალდებულო ერთიანი ფორმა შემოიღეს. პირველ ეტაპზე უნიფორმა ჯერჯერობით მხოლოდ პირველკლასელებმა მიიღეს, ხოლო ოქტომბერ-ნოემბერში მას დანარჩენებიც მიიღებენ. საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესის დაწყებასა და დასრულებას „ზოგადი განათლების შესახებ" კანონი არეგულირებს. ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, სწავლა 15 სექტემბერს იწყება და 10 ივნისის შემდეგ პირველ პარასკევს მთავრდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/07/01/294003787_0:10:854:650_1920x0_80_0_0_67f649337b4b7fd37473e7ca8808d70c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
მიქანაძე: მჯერა, ახალი სასწავლო წელი წარმატების გზის საწყისი იქნება
დღეს საქართველოს საჯარო და რიგ კერძო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.
თბილისი, 15 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მოსწავლეებს, სტუდენტებს, მასწავლებლებსა და მშობლებს 2026-2027 სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
15 სექტემბერს მთელი ქვეყნის მასშტაბით საჯარო და რიგ კერძო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ახალ სასწავლო წელს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 38 ათასამდე პირველკლასელია რეგისტრირებული.
„მჯერა, რომ ახალი სასწავლო წელი თითოეული მოსწავლისა და სტუდენტისთვის საინტერესო აღმოჩენების, ახალი შესაძლებლობებისა და წარმატების გზის საწყისი იქნება. განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს პირველკლასელებს, რომლებიც დღეს პირველად შეაღებენ სკოლის კარს“, - ნათქვამია მინისტრის მილოცვაში.
როგორც მიქანაძემ აღნიშნა, სახელმწიფოს მთავარი ამოცანაა, თითოეული მოსწავლისთვის უზრუნველყოფილი იქნას უსაფრთხო, ჯანსაღი და თანამედროვე სასწავლო გარემო, რასაც ემსახურება ზოგადი განათლების რეფორმა და ბოლო წლებში განხორციელებული თითოეული ინიციატივა.
„სკოლა ის ადგილია, სადაც იდგმება პირველი ნაბიჯები მომავლისკენ, სადაც ბავშვები, ცოდნის მიღებასთან ერთად, სწავლობენ ერთმანეთის პატივისცემას, მეგობრობას, პასუხისმგებლობასა და საკუთარი შესაძლებლობების რწმენას. კიდევ ერთხელ გილოცავთ! გისურვებთ ნაყოფიერ, საინტერესო, სიხარულითა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით სავსე წელს!“ – ნათქვამია გივი მიქანაძის განცხადებაში.
წელს მოსწავლეებს არაერთი ცვლილება ელოდებათ — როგორც სასიამოვნო სიახლეები, ისე მკაცრი შეზღუდვები. მთავარ სიახლეებს შორის არის სწავლების ხანგრძლივობის შემცირება. სასკოლო პროგრამა 12-წლიანი ფორმატის ნაცვლად 11-წლიანზე გადადის: ანუ პროგრამა 10 წელში დასრულდება, ხოლო 2027-2028 სასწავლო წლიდან მე-11 კლასი რეპეტიტორიუმად გარდაიქმნება და ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მომზადებას დაეთმობა.
პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის სავალდებულო ერთიანი ფორმა შემოიღეს. პირველ ეტაპზე უნიფორმა ჯერჯერობით მხოლოდ პირველკლასელებმა მიიღეს, ხოლო ოქტომბერ-ნოემბერში მას დანარჩენებიც მიიღებენ.
საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესის დაწყებასა და დასრულებას „ზოგადი განათლების შესახებ" კანონი არეგულირებს. ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, სწავლა 15 სექტემბერს იწყება და 10 ივნისის შემდეგ პირველ პარასკევს მთავრდება.