https://sputnik-georgia.com/20260914/shemosavlebis-da-sagamoziebo-samsaxuris-uprosebi-danishnes-300595829.html
მამუკა ბარათაშვილი შემოსავლების, მერაბ გამყრელიძე კი საგამოძიებო სამსახურს უხელმძღვანელებს
მამუკა ბარათაშვილი შემოსავლების, მერაბ გამყრელიძე კი საგამოძიებო სამსახურს უხელმძღვანელებს
Sputnik საქართველო
აღნიშნული სამსახურების უფროსების თანამდებობები მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც 12 სექტემბერს უწყებების ხელმძღვანელებმა - მიხეილ მაღლაკელიძემ და ლევან ხარაბაძემ... 14.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-14T19:00+0400
2026-09-14T19:00+0400
2026-09-14T19:00+0400
საქართველო
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
შემოსავლების სამსახური
სპეციალური საგამოძიებო სამსახური
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/0e/300592758_182:0:2746:1442_1920x0_80_0_0_492fa4a2b57ebab6a34925e65aed2a8f.jpg
თბილისი, 14 სექტემბერი - Sputnik. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელად მამუკა ბარათაშვილი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელად კი მერაბ გამყრელიძე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.აღნიშნული სამსახურების უფროსების თანამდებობები მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც 12 სექტემბერს უწყებების ხელმძღვანელებმა - მიხეილ მაღლაკელიძემ და ლევან ხარაბაძემ პოსტები დატოვეს.საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამსახურების ახლად დანიშნულ ხელმძღვანელებს ფინანსთა მინისტრთან, ლაშა ხუციშვილთან ერთად შეხვდა.მთავრობის მეთაურმა მათ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.მამუკა ბარათაშვილს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს. 2020-2021 წლებში იგი იყო შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, 2011-2020 წლებში ხელმძღვანელობდა ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტს, სხვადასხვა პერიოდში ასევე იყო შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსი, იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი.რაც შეეხება მერაბ გამყრელიძეს, იგი ამ დრომდე შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა. მას საგამოძიებო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა წლებში იყო საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს უფროსი, საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, ასევე ეკავა სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს უფროსის მოადგილის თანამდებობა, მუშაობდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოზიციაზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/0e/300592758_502:0:2425:1442_1920x0_80_0_0_ddfdc9ad2405c3065695f2231fc9115b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, შემოსავლების სამსახური , სპეციალური საგამოძიებო სამსახური , საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, შემოსავლების სამსახური , სპეციალური საგამოძიებო სამსახური , საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
მამუკა ბარათაშვილი შემოსავლების, მერაბ გამყრელიძე კი საგამოძიებო სამსახურს უხელმძღვანელებს
აღნიშნული სამსახურების უფროსების თანამდებობები მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც 12 სექტემბერს უწყებების ხელმძღვანელებმა - მიხეილ მაღლაკელიძემ და ლევან ხარაბაძემ პოსტები დატოვეს.
თბილისი, 14 სექტემბერი - Sputnik. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელად მამუკა ბარათაშვილი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელად კი მერაბ გამყრელიძე დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
აღნიშნული სამსახურების უფროსების თანამდებობები მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც 12 სექტემბერს უწყებების ხელმძღვანელებმა - მიხეილ მაღლაკელიძემ და ლევან ხარაბაძემ პოსტები დატოვეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამსახურების ახლად დანიშნულ ხელმძღვანელებს ფინანსთა მინისტრთან, ლაშა ხუციშვილთან ერთად შეხვდა.
მთავრობის მეთაურმა მათ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.
მამუკა ბარათაშვილს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს. 2020-2021 წლებში იგი იყო შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, 2011-2020 წლებში ხელმძღვანელობდა ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტს, სხვადასხვა პერიოდში ასევე იყო შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსი, იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
რაც შეეხება მერაბ გამყრელიძეს, იგი ამ დრომდე შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა. მას საგამოძიებო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა წლებში იყო საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს უფროსი, საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, ასევე ეკავა სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს უფროსის მოადგილის თანამდებობა, მუშაობდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოზიციაზე.