საქართველოს სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ეწვია

საქართველოს სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრი არპინე სარგსიანი ეწვია
საქართველოს სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრი არპინე სარგსიანი ეწვია - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2026
გამოწერა
არპინე სარგსიანი საქართველოში ქართველი კოლეგის, სულხან თამაზაშვილის მოწვევით ჩამოვიდა.
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი, არპინე სარგსიანი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
არპინე სარგსიანი საქართველოში ქართველი კოლეგის, სულხან თამაზაშვილის მოწვევით ჩამოვიდა.
სულხან თამაზაშვილი სომეხ კოლეგას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა - სომხეთის შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.
საქართველოსა და სომხეთის სამართალდამცავი უწყებები მჭიდროდ და აქტიურად თანამშრომლობენ სხვადასხვა დონეზე, რაც მოიცავს როგორც ორმხრივ ვიზიტებს, ისე ტრანსსასაზღვრო დანაშაულთან ერთობლივ ბრძოლას.
საქართველო და სომხეთი
საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში.
2023 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ, წინასწარი მონაცემებით, 1,1 მილიარდი დოლარი შეადგინა.
2023 წლის იანვარში ხელი მოეწერა "სომხეთსა და საქართველოს შორის ორი სახელმწიფოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის შესახებ" შეთანხმებას, რომელიც 2023 წლის 13 ივნისს შევიდა ძალაში. რატიფიკაციის შედეგად სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთა ID-ბარათებით შეუძლიათ.
2024 წლის იანვარში საქართველომ და სომხეთმა თბილისში გააფორმეს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება.
ყველა ახალი ამბავი
0