https://sputnik-georgia.com/20260914/miqanadzem-maswavleblebtan-shexvedra-gamarta-300589773.html
მიქანაძე: ზოგადი განათლების რეფორმირებაში საუკეთესო მასწავლებლებიც ჩაერთვებიან
მიქანაძე: ზოგადი განათლების რეფორმირებაში საუკეთესო მასწავლებლებიც ჩაერთვებიან
Sputnik საქართველო
განათლების მინისტრი 2023-2025 წლების მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებულ პედაგოგებს შეხვდა და ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში... 14.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-14T17:29+0400
2026-09-14T17:29+0400
2026-09-14T17:29+0400
საქართველო
განათლება საქართველოში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/19/293908211_0:52:1001:615_1920x0_80_0_0_7aad91b635543dc8095b71554acb10e1.jpg
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებული პედაგოგების მონაწილეობით საკონსულტაციო საბჭო ჩამოყალიბდება, რომელიც განათლების სამინისტროს ზოგადი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით პერიოდულად რეკომდაციებს წარუდგენს, განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ. მიქანაძემ 2023-2025 წლების მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებულ პედაგოგებთან შეხვედრა გამართა და მათ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში განსახორციელებელი ინიციატივები გააცნო - შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმ სიახლეებზე, რომლითაც სკოლები 2026-2027 სასწავლო წელს ხვდებიან. მინისტრის თქმით, აღნიშნული ფორმატი სამინისტროს შესაძლებლობას მისცემს, რეგულარულად გაეცნოს ყოველდღიურ საჭიროებებს და შესაბამისი რეაგირება დროულად მოახდინოს.შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ახალ სახელმძღვანელოებს, სასკოლო ფორმებს, ეროვნულ სასწავლო გეგმას, სწავლების ხარისხის გაუმჯობესებასა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობას. გივი მიქანაძემ PISA 2025-ის კვლევის ფარგლებში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა და ქვეყნის შედეგების მნიშვნელოვნად გაუმჯობესების საქმეში მასწავლებლების გამორჩეულ როლს გაუსვა ხაზი. მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, განათლების და მეცნიერების სამინისტროს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. მასწავლებლის ეროვნული პრემია, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2023 წელს დაწესდა. ყოველწლიურად, საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ღვაწლმოსილ პედაგოგებს გადაეცემა მასწავლებლის ეროვნული პრემია – სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 ათასი ლარის ოდენობით.ზოგადი განათლების რეფორმა 2026 წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო, რომელიც სასკოლო სისტემის მასშტაბურ რეფორმას ითვალისწინებს. სკოლის საშუალო საფეხურის ხანგრძლივობა განისაზღვრა X-XI კლასებით, ხოლო მე-12 კლასი იქნება არჩევითი და მსურველებს წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე შესაძლებლობა ექნებათ სწავლა გააგრძელონ მე-12 კლასში. საქართველოში ზოგადი განათლების რეფორმა ასევე მოიცავს საჯარო სკოლებისთვის სტანდარტიზებულ სახელმძღვანელოებსა და სასწავლო გეგმებს, I-VI კლასების მოსწავლეებისთვის სავალდებულო სასკოლო ფორმებს და გაჯეტების გამოყენების ახალ რეგულაციებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/19/293908211_55:0:944:667_1920x0_80_0_0_7bcc2b202bd038042ebcd5fd26d0a1ea.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , ახალი ამბები
საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , ახალი ამბები
მიქანაძე: ზოგადი განათლების რეფორმირებაში საუკეთესო მასწავლებლებიც ჩაერთვებიან
განათლების მინისტრი 2023-2025 წლების მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებულ პედაგოგებს შეხვდა და ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში განსახორციელებელი ინიციატივები გააცნო.
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებული პედაგოგების მონაწილეობით საკონსულტაციო საბჭო ჩამოყალიბდება, რომელიც განათლების სამინისტროს ზოგადი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით პერიოდულად რეკომდაციებს წარუდგენს, განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
მიქანაძემ 2023-2025 წლების მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებულ პედაგოგებთან შეხვედრა გამართა და მათ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში განსახორციელებელი ინიციატივები გააცნო - შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმ სიახლეებზე, რომლითაც სკოლები 2026-2027 სასწავლო წელს ხვდებიან.
„მასწავლებლის ეროვნული პრემიის გამარჯვებული პედაგოგების მონაწილეობით, ჩამოვაყალიბებთ სამინისტროსთან არსებულ საკონსულტაციო საბჭოს, რომელიც პერიოდულად შეიკრიბება და ზოგადი განათლების რეფორმასა და დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარ ხედვებსა და რეკომენდაციებს გაგვიზიარებს“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
მინისტრის თქმით, აღნიშნული ფორმატი სამინისტროს შესაძლებლობას მისცემს, რეგულარულად გაეცნოს ყოველდღიურ საჭიროებებს და შესაბამისი რეაგირება დროულად მოახდინოს.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ახალ სახელმძღვანელოებს, სასკოლო ფორმებს, ეროვნულ სასწავლო გეგმას, სწავლების ხარისხის გაუმჯობესებასა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.
გივი მიქანაძემ PISA 2025-ის კვლევის ფარგლებში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა და ქვეყნის შედეგების მნიშვნელოვნად გაუმჯობესების საქმეში მასწავლებლების გამორჩეულ როლს გაუსვა ხაზი.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, განათლების და მეცნიერების სამინისტროს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე 2017 წლის 13 მაისს დაწესდა.
მასწავლებლის ეროვნული პრემია, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2023 წელს დაწესდა. ყოველწლიურად, საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ღვაწლმოსილ პედაგოგებს გადაეცემა მასწავლებლის ეროვნული პრემია – სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 ათასი ლარის ოდენობით.
ზოგადი განათლების რეფორმა
2026 წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო, რომელიც სასკოლო სისტემის მასშტაბურ რეფორმას ითვალისწინებს. სკოლის საშუალო საფეხურის ხანგრძლივობა განისაზღვრა X-XI კლასებით, ხოლო მე-12 კლასი იქნება არჩევითი და მსურველებს წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე შესაძლებლობა ექნებათ სწავლა გააგრძელონ მე-12 კლასში.
საქართველოში ზოგადი განათლების რეფორმა ასევე მოიცავს საჯარო სკოლებისთვის სტანდარტიზებულ სახელმძღვანელოებსა და სასწავლო გეგმებს, I-VI კლასების მოსწავლეებისთვის სავალდებულო სასკოლო ფორმებს და გაჯეტების გამოყენების ახალ რეგულაციებს.