https://sputnik-georgia.com/20260914/kobaxidze-somxetis-shinagan-saqmeta-ministrs-shexvda-300595001.html
ირაკლი კობახიძე სომხეთის შს მინისტრს შეხვდა
ირაკლი კობახიძე სომხეთის შს მინისტრს შეხვდა
Sputnik საქართველო
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობასა და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებს. 14.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-14T19:29+0400
2026-09-14T19:29+0400
2026-09-14T19:29+0400
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
სომხეთი
ახალი ამბები
პოლიტიკა საქართველოში
კავკასია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/0e/300591621_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_98dc680095c77e58965fbf5567e9eff3.jpg
თბილისი, 14 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ არპინე სარგსიანს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის სამართალდამცავ სფეროში არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე. აღინიშნა, რომ პარტნიორობის შემდგომი განვითარებისთვის მყარ საფუძველს ქმნის საქართველოსა და სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის გაფორმებული შეთანხმება დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ. ხაზი გაესვა წარმატებით განხორციელებულ ერთობლივ ოპერაციებს ნარკოდანაშაულსა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.საუბარი შეეხო საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობასა და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებს.გარდა ამისა, მხარეებმა განიხილეს რეგიონში მიმდინარე პროცესები. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თბილისი მყარად უჭერს მხარს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას.შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში აშოტ სმბატიანი.სარგსიანი თბილისს 14 სექტემბერს, საქართველოს შს მინისტრ სულხან თამაზაშვილის მოწვევით, ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ვიზიტი ორი ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების ხელმძღვანელებს შორის რეგულარული კონტაქტების ფონზე მიმდინარეობს.ივნისში თამაზაშვილი ერევანს დელეგაციასთან ერთად ეწვია, 2025 წლის ივლისში კი სარგსიანი თბილისში რეადმისიის შესახებ შეთანხმების ხელმოსაწერად იმყოფებოდა.საქართველო და სომხეთისაქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში.2023 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ, წინასწარი მონაცემებით, 1,1 მილიარდი დოლარი შეადგინა.2023 წლის იანვარში ხელი მოეწერა "სომხეთსა და საქართველოს შორის ორი სახელმწიფოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის შესახებ" შეთანხმებას, რომელიც 2023 წლის 13 ივნისს შევიდა ძალაში. რატიფიკაციის შედეგად სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთა ID-ბარათებით შეუძლიათ.2024 წლის იანვარში საქართველომ და სომხეთმა თბილისში გააფორმეს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება.
საქართველო
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/09/0e/300591621_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_92e9df6371e17dc205b0885482564758.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , სომხეთი, ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში, კავკასია
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , სომხეთი, ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში, კავკასია
ირაკლი კობახიძე სომხეთის შს მინისტრს შეხვდა
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობასა და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებს.
თბილისი, 14 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ არპინე სარგსიანს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის სამართალდამცავ სფეროში არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე. აღინიშნა, რომ პარტნიორობის შემდგომი განვითარებისთვის მყარ საფუძველს ქმნის საქართველოსა და სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის გაფორმებული შეთანხმება დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ.
ხაზი გაესვა წარმატებით განხორციელებულ ერთობლივ ოპერაციებს ნარკოდანაშაულსა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.
საუბარი შეეხო საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობასა და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებს.
გარდა ამისა, მხარეებმა განიხილეს რეგიონში მიმდინარე პროცესები. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თბილისი მყარად უჭერს მხარს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში აშოტ სმბატიანი.
სარგსიანი თბილისს 14 სექტემბერს, საქართველოს შს მინისტრ სულხან თამაზაშვილის მოწვევით, ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ვიზიტი ორი ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების ხელმძღვანელებს შორის რეგულარული კონტაქტების ფონზე მიმდინარეობს.
ივნისში თამაზაშვილი ერევანს დელეგაციასთან ერთად ეწვია, 2025 წლის ივლისში კი სარგსიანი თბილისში რეადმისიის შესახებ შეთანხმების ხელმოსაწერად იმყოფებოდა.
საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში.
2023 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ, წინასწარი მონაცემებით, 1,1 მილიარდი დოლარი შეადგინა.
2023 წლის იანვარში ხელი მოეწერა "სომხეთსა და საქართველოს შორის ორი სახელმწიფოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის შესახებ" შეთანხმებას, რომელიც 2023 წლის 13 ივნისს შევიდა ძალაში. რატიფიკაციის შედეგად სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთა ID-ბარათებით შეუძლიათ.
2024 წლის იანვარში საქართველომ და სომხეთმა თბილისში გააფორმეს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება.