https://sputnik-georgia.com/20260914/gela-geladze-tanamdebobidan-gadadga-300585921.html
სუს-ის უფროსმა თანამდებობა დატოვა
სუს-ის უფროსმა თანამდებობა დატოვა
Sputnik საქართველო
გელა გელაძე სუს-ის უფროსის თანამდებობაზე 5 თვის წინ - 2026 წლის აპრილში დაინიშნა. 14.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-14T12:04+0400
2026-09-14T12:04+0400
2026-09-14T13:17+0400
საქართველო
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/1b/299369296_0:40:2048:1192_1920x0_80_0_0_982bd3d27e48c98d7014833764481978.jpg
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გელა გელაძემ თანამდებობა დატოვა, აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ გელაძემ სოციალურ ქსელში თავად დაწერა.საქართველოს პარლამენტმა გელა გელაძე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე, 6 წლის ვადით, 2026 წლის 28 აპრილს დაამტკიცა. აღნიშნული თანამდებობის დაკავებამდე გელაძე სუს-ის უფროსის მოადგილე იყო, რის შემდეგაც, 2025 წლის მაისში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩაუდგა სათავეში.მისი თქმით, სუს-ის უფროსის თანამდებობაზე მუშაობა მისთვის იყო უდიდესი პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა, ემსახურა ქვეყნისთვის.„მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს პროფესიონალიზმისთვის, თავდადებისა და იმ მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის, რომელსაც ისინი ყოველდღიურად, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ახორციელებენ", - ნათქვამია განცხადებაში.გელაძემ ასევე მადლობა გადაუხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების" პოლიტიკურ გუნდს - პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს გამოცხადებული ნდობისთვის.შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გელა გელაძე პროფესიით იურისტია. მან კარიერა საქართველოს პროკურატურაში დაიწყო, სადაც 1999-2001 წლებში სტაჟიორად მუშაობდა, შემდეგ კი შსს-ის ვაკე-საბურთალოს რაიონის საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლის თანამდებობაზე დაინიშნა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/1b/299369296_6:0:1965:1469_1920x0_80_0_0_e9b42900ea6f7afbf89d9d24979389fb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები
სუს-ის უფროსმა თანამდებობა დატოვა
12:04 14.09.2026 (განახლებულია: 13:17 14.09.2026) გელა გელაძე სუს-ის უფროსის თანამდებობაზე 5 თვის წინ - 2026 წლის აპრილში დაინიშნა.
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გელა გელაძემ თანამდებობა დატოვა, აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ გელაძემ სოციალურ ქსელში თავად დაწერა.
საქართველოს პარლამენტმა გელა გელაძე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე, 6 წლის ვადით, 2026 წლის 28 აპრილს დაამტკიცა. აღნიშნული თანამდებობის დაკავებამდე გელაძე სუს-ის უფროსის მოადგილე იყო, რის შემდეგაც, 2025 წლის მაისში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩაუდგა სათავეში.
„მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა. პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ, სადაც კვლავაც მთელი პასუხისმგებლობით მოვემსახურები ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს", - დაწერა გელაძემ.
მისი თქმით, სუს-ის უფროსის თანამდებობაზე მუშაობა მისთვის იყო უდიდესი პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა, ემსახურა ქვეყნისთვის.
„მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს პროფესიონალიზმისთვის, თავდადებისა და იმ მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის, რომელსაც ისინი ყოველდღიურად, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ახორციელებენ", - ნათქვამია განცხადებაში.
გელაძემ ასევე მადლობა გადაუხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების" პოლიტიკურ გუნდს - პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს გამოცხადებული ნდობისთვის.
შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გელა გელაძე პროფესიით იურისტია. მან კარიერა საქართველოს პროკურატურაში დაიწყო, სადაც 1999-2001 წლებში სტაჟიორად მუშაობდა, შემდეგ კი შსს-ის ვაკე-საბურთალოს რაიონის საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლის თანამდებობაზე დაინიშნა.