პოლიციამ თბილისში უკანონო იარაღი ამოიღო

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2026
გამოწერა
დანაშაული 11-წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს
თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. პოლიცამ თბილისში ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონოდ, ჯგუფურად შეძენა-შენახვის ბრალდებით უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს
სამართალდამცველებმა ბრალდებულთა დროებით საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს მათ მიერ ჯგუფურად, უკანონოდ შეძენილი და შენახული სხვადასხვა მოდელის 4 ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 156 საბრძოლო ვაზნა და 5 მჭიდი.
გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0