ნარკოდანაშაულთან ბრძოლა: ბრალდებულთა რაოდენობა 7 ათასს მიუახლოვდა

© photo: Sputnik / Stringerრუსთავის ციხე
რუსთავის ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2026
გამოწერა
ქვეყანაში ნარკოდანაშაულისთვის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი სასჯელია დაწესებული.
თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ 2026 წლის იანვარი-ივლისის ჩათვლით პერიოდში ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულებისთვის ბრალდება 7.233 პირს წაუყენა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
უწყების ცნობით, იანვარში ნარკოდანაშაულისთვის ბრალი წარედგინა 756 პირს, თებერვალში – 1.114-ს, მარტში – 1.049-ს, აპრილში – 1.027-ს, მაისში – 957-ს, ივნისში – 1 098-ს, ხოლო ივლისში – 1.222 პირს.
ბრალდებულთა საერთო რაოდენობიდან 4.206 პირს ბრალი ედება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენაშენახვაში, 270-ს კი ნარკოტიკებით ვაჭრობა ედება ბრალად.
ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების პრიორიტეტია. ქვეყანაში ნარკოდანაშაულისთვის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი სასჯელია დაწესებული. ნარკოტიკებით ვაჭრობა, ასევე მისი ხელშეწყობა ყველაზე მაღალ სასჯელს - სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს.
საპატიმრო სასჯელი 8-დან 20 წლამდე მერყეობს. გარდა ამისა, ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულებისთვის მსჯავრდებულ პირებს დამატებითი სასჯელის სახით შეიძლება დაეკისროთ სავალდებულო მკურნალობა.
ნარკომანიით დაავადებულ პირთა იძულებითი მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს და იგი მხოლოდ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში იქნება ძალაში.
ყველა ახალი ამბავი
0