https://sputnik-georgia.com/20260913/momavali-wlidan-sagamocdo-sagnebs-italiuri-ena-daemateba-300572593.html
მიქანაძე: მომავალი წლიდან საგამოცდო საგნებს იტალიური ენა დაემატება
მიქანაძე: მომავალი წლიდან საგამოცდო საგნებს იტალიური ენა დაემატება
Sputnik საქართველო
განათლების მინისტრმა ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში მოსალოდნელ სიახლეებზე ისაუბრა. 13.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-13T19:00+0400
2026-09-13T19:00+0400
2026-09-13T19:00+0400
საქართველო
განათლება საქართველოში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/19/293908211_0:52:1001:615_1920x0_80_0_0_7aad91b635543dc8095b71554acb10e1.jpg
თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. მომავალი წლიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების არჩევით საგნებს იტალიური ენაც დაემატება, განაცხადა საქართველოს განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ გადაცემა „ღია ეთერში“.როგორც მინისტრმა ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში მოსალოდნელ სიახლეებზე საუბრისას განაცხადა, დამამთავრებელ კლასებში იგეგმება „რეპეტიტორიუმის“ მიდგომის დანერგვა, რაც მოსწავლის ინტერესებსა და პროფესიულ არჩევანს დაეფუძნება. განათლების მინისტრმა კიდევ ერთი სიახლე დააანონსა. მისი თქმით, უწყება ერთიან კანონპროექტზე მუშაობს, რომელიც განათლებისა და მეცნიერების შესახებ კანონს გააერთიანებს და შვიდ კანონში ცვლილებებს ჩაანაცვლებს.„ჩვენ მიზნად გვაქვს, რომ საგაზაფხულო სესიაზე წარვადგინოთ ინიციატივა. იქ უკვე ბევრი მიმართულება იქნება ფორმულირებული, მათ შორის სადოქტორო, მესამე საფეხურთან მიმართებით. მესამე საფეხურთან მიმართებით შეიძლება წლის ბოლომდე უკვე გვქონდეს წარსადგენი გარკვეული ხედვა, რომელსაც აკადემიურ საზოგადოებასთან ერთად განვიხილავთ, შევათანხმებთ პოზიციებს და ამის შემდეგ მივცემთ მსვლელობას“, - განაცხადა მიქანაძემ.2026 წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო, რომელიც სასკოლო სისტემის მასშტაბურ რეფორმას ითვალისწინებს. სკოლის საშუალო საფეხურის ხანგრძლივობა განისაზღვრა X-XI კლასებით, ხოლო მე-12 კლასი იქნება არჩევითი და მსურველებს წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე შესაძლებლობა ექნებათ სწავლა გააგრძელონ მე-12 კლასში. საქართველოს მასშტაბით არსებულ 24 საგამოცდო ცენტრში 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდა - წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 45ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება 34.150-მა აბიტურიენტმა მოიპოვა. უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, წელს აბიტურიენტებს მიეცათ შესაძლებლობა, მათთვის სასურველი რაოდენობის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებიც აერჩიათ.იმისთვის, რომ სტუდენტი გახდეს, აბიტურიენტი ვალდებულია ჩააბაროს სამი სავალდებულო გამოცდა – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი არჩევითი საგანი – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება.საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 2005 წლიდან ტარდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/19/293908211_55:0:944:667_1920x0_80_0_0_7bcc2b202bd038042ebcd5fd26d0a1ea.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
მიქანაძე: მომავალი წლიდან საგამოცდო საგნებს იტალიური ენა დაემატება
განათლების მინისტრმა ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში მოსალოდნელ სიახლეებზე ისაუბრა.
თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. მომავალი წლიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების არჩევით საგნებს იტალიური ენაც დაემატება, განაცხადა საქართველოს განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ გადაცემა „ღია ეთერში“.
როგორც მინისტრმა ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში მოსალოდნელ სიახლეებზე საუბრისას განაცხადა, დამამთავრებელ კლასებში იგეგმება „რეპეტიტორიუმის“ მიდგომის დანერგვა, რაც მოსწავლის ინტერესებსა და პროფესიულ არჩევანს დაეფუძნება.
„უახლოეს პერიოდში მუშაობას ვიწყებთ იმ სიახლეზე, რომელიც მომავალი წლიდან დაინერგება, ეს არის „რეპეტიტორიუმი“. დამამთავრებელ კლასებში ახალგაზრდებს ვთავაზობთ, აირჩიონ 3 ან 4 საგანი, რომელთაც ისინი ეროვნულ გამოცდებზე ჩააბარებენ. უნდა შევარჩიოთ პედაგოგები, გადავამზადოთ შესაბამისად, ერთი წლის განმავლობაში სახელმძღვანელოები ყველა საგანში უნდა მოვამზადოთ“, - აღნიშნა მიქანაძემ.
განათლების მინისტრმა კიდევ ერთი სიახლე დააანონსა. მისი თქმით, უწყება ერთიან კანონპროექტზე მუშაობს, რომელიც განათლებისა და მეცნიერების შესახებ კანონს გააერთიანებს და შვიდ კანონში ცვლილებებს ჩაანაცვლებს.
„ჩვენ მიზნად გვაქვს, რომ საგაზაფხულო სესიაზე წარვადგინოთ ინიციატივა. იქ უკვე ბევრი მიმართულება იქნება ფორმულირებული, მათ შორის სადოქტორო, მესამე საფეხურთან მიმართებით. მესამე საფეხურთან მიმართებით შეიძლება წლის ბოლომდე უკვე გვქონდეს წარსადგენი გარკვეული ხედვა, რომელსაც აკადემიურ საზოგადოებასთან ერთად განვიხილავთ, შევათანხმებთ პოზიციებს და ამის შემდეგ მივცემთ მსვლელობას“, - განაცხადა მიქანაძემ.
2026 წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო, რომელიც სასკოლო სისტემის მასშტაბურ რეფორმას ითვალისწინებს. სკოლის საშუალო საფეხურის ხანგრძლივობა განისაზღვრა X-XI კლასებით, ხოლო მე-12 კლასი იქნება არჩევითი და მსურველებს წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე შესაძლებლობა ექნებათ სწავლა გააგრძელონ მე-12 კლასში.
საქართველოს მასშტაბით არსებულ 24 საგამოცდო ცენტრში 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდა - წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 45ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება 34.150-მა აბიტურიენტმა მოიპოვა.
უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, წელს აბიტურიენტებს მიეცათ შესაძლებლობა, მათთვის სასურველი რაოდენობის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებიც აერჩიათ.
იმისთვის, რომ სტუდენტი გახდეს, აბიტურიენტი ვალდებულია ჩააბაროს სამი სავალდებულო გამოცდა – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი არჩევითი საგანი – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება.
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 2005 წლიდან ტარდება.