https://sputnik-georgia.com/20260913/anakliis-axalgazrduli-banaki-daixura-300572025.html
ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი საზეიმოდ დაიხურა
ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი საზეიმოდ დაიხურა
Sputnik საქართველო
წელს ანაკლიის ახალგაზრდულმა ბანაკმა 2.880 ახალგაზრდას უმასპინძლა 13.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-13T18:13+0400
2026-09-13T18:13+0400
2026-09-13T18:13+0400
საქართველო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
განათლება საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/07/288895004_0:84:1600:984_1920x0_80_0_0_b27c7d661d76f0e20a2a321951adcba4.jpg
თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის 2026 წლის სეზონი ოფიციალურად დაიხურა, დასკვნით ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე დაესწრო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ანაკლიაში ახალგაზრდული ბანაკი მიმდინარეო წლის ივლისში გაიხსნა. 18-25 წლამდე ხალგაზრდების შერჩევა განხორციელდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში სტუდენტთა მხარდაჭერის კუთხით განხორციელებულ ინიციატივებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. 2026 წლის ბანაკის ბოლო ნაკადს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები სტუმრობდნენ. ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი 12 ნაკადად განხორციელდა და, ჯამში, 2.880 ახალგაზრდას უმასპინძლა, მათ შორის, 720 სკოლის მოსწავლესა და 2.160 სტუდენტს. ბანაკის მიზანია ახალგაზრდებისთვის აქტიურ დასვენებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა, ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაცია, მათი ფიზიკური, ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენის ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ეროვნული და ევროპული ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობა, პატრიოტული ღირებულებების წახალისება.ხუთდღიანი საბანაკე პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ საგანმანათლებლო, შემეცნებით და სპორტულ აქტივობებში.მიმდინარე წელს ანაკლიაში განახლდა საბანაკე ინფრასტრუქტურა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ბანაკი სრულად აღიჭურვა საჭირო ინვენტარით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/07/288895004_90:0:1511:1066_1920x0_80_0_0_90c498ac0f6c6d10c4ca2d08e72e5c01.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , საზოგადოება, ახალი ამბები
ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი საზეიმოდ დაიხურა
წელს ანაკლიის ახალგაზრდულმა ბანაკმა 2.880 ახალგაზრდას უმასპინძლა
თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის 2026 წლის სეზონი ოფიციალურად დაიხურა, დასკვნით ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე დაესწრო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ანაკლიაში ახალგაზრდული ბანაკი მიმდინარეო წლის ივლისში გაიხსნა. 18-25 წლამდე ხალგაზრდების შერჩევა განხორციელდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.
მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში სტუდენტთა მხარდაჭერის კუთხით განხორციელებულ ინიციატივებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
„გივი მიქანაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქვეყნის მასშტაბით საბანაკე სივრცეების განვითარებაზე და აღნიშნა, რომ აქტიური მუშაობა მიმდინარეობს შაორის ბანაკისა და ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის განახლებაზე. დაგეგმილია ასევე ახალი ბანაკების მოწყობა", - ნათქვამია განცხადებაში.
2026 წლის ბანაკის ბოლო ნაკადს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები სტუმრობდნენ. ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი 12 ნაკადად განხორციელდა და, ჯამში, 2.880 ახალგაზრდას უმასპინძლა, მათ შორის, 720 სკოლის მოსწავლესა და 2.160 სტუდენტს.
ბანაკის მიზანია ახალგაზრდებისთვის აქტიურ დასვენებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა, ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაცია, მათი ფიზიკური, ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენის ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ეროვნული და ევროპული ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობა, პატრიოტული ღირებულებების წახალისება.
ხუთდღიანი საბანაკე პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ საგანმანათლებლო, შემეცნებით და სპორტულ აქტივობებში.
მიმდინარე წელს ანაკლიაში განახლდა საბანაკე ინფრასტრუქტურა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ბანაკი სრულად აღიჭურვა საჭირო ინვენტარით.