ვაჭრობიდან ინვესტიციებამდე: საქართველო და ჩინეთი უფრო მტკიცე პარტნიორობაზე გადადიან

© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaსაქართველო CIFTIS 2026-ის საერთაშორისო სავაჭრო გამოფენაზე პეკინში
საქართველო CIFTIS 2026-ის საერთაშორისო სავაჭრო გამოფენაზე პეკინში - Sputnik საქართველო, 1920, 12.09.2026
გამოწერა
პეკინში გამართული მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში, მხარეები შეთანხმდნენ არა მხოლოდ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გახანგრძლივებაზე, არამედ ცალკე მექანიზმის შექმნაზე ჩინური ინვესტიციების საქართველოს ინფრასტრუქტურასა და ენერგეტიკის სექტორებში მოზიდვის მიზნით
თბილისი, 12 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს ურთიერთობები ჩინეთთან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და განვითარებას განაგრძობს, განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა პეკინში გამართულ მომსახურებით ვაჭრობის გლობალურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.
© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaსაქართველო CIFTIS 2026-ის საერთაშორისო სავაჭრო გამოფენაზე პეკინში
Грузия на международном ярмарке CIFTIS 2026 в Пекине, Китай - Sputnik საქართველო, 1920, 12.09.2026
საქართველო CIFTIS 2026-ის საერთაშორისო სავაჭრო გამოფენაზე პეკინში
პეკინში გამართული მომსახურებებით ვაჭრობის გლობალური სამიტი მასშტაბური საერთაშორისო გამოფენა CIFTIS 2026-ის საკვანძო მოვლენა გახდა. პრესტიჟულ ეკონომიკურ ფორუმში 90-ზე მეტი ქვეყნის, რეგიონისა და მსხვილი გლობალური ორგანიზაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. განხილვის ძირითადი თემები იყო გლობალური ციფრული ინტეგრაცია, ხელოვნური ინტელექტის განვითარება, ფინანსური ტექნოლოგიები და მწვანე ტექნოლოგიების ხელშეწყობა.
© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaსაქართველო CIFTIS 2026-ის საერთაშორისო სავაჭრო გამოფენაზე პეკინში
Грузия на международном ярмарке CIFTIS 2026 в Пекине, Китай - Sputnik საქართველო, 1920, 12.09.2026
საქართველო CIFTIS 2026-ის საერთაშორისო სავაჭრო გამოფენაზე პეკინში
„წელს ჩვენ ასევე შევთანხმდით თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლებაზე, რაც ითვალისწინებს თანამედროვე დებულებების დანერგვას ელექტრონული კომერციის, ინვესტიციების წახალისებისა და ინფორმაციაზე წვდომის მიმართულებით. ჩვენ ასევე გავდივართ უბრალო ვაჭრობის ფარგლებიდან უფრო მტკიცე საინვესტიციო პარტნიორობისკენ“, - განაცადა ნადარეიშვილმა.
© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaსაქართველო CIFTIS 2026-ის საერთაშორისო სავაჭრო გამოფენაზე პეკინში
Грузия на международном ярмарке CIFTIS 2026 в Пекине, Китай - Sputnik საქართველო, 1920, 12.09.2026
საქართველო CIFTIS 2026-ის საერთაშორისო სავაჭრო გამოფენაზე პეკინში
მისი თქმით, საქართველო და ჩინეთი შეთანხმდნენ საქართველო-ჩინეთის საინვესტიციო დიალოგის სპეციალური მექანიზმის შექმნაზე, რომლის მიზანია ჩინური ინვესტიციების ხელშეწყობა ისეთ სტრატეგიულ სფეროებში, როგორებიცაა ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკა საქართველოში.
© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaსაქართველო CIFTIS 2026-ის საერთაშორისო სავაჭრო გამოფენაზე პეკინში
Грузия на международном ярмарке CIFTIS 2026 в Пекине, Китай - Sputnik საქართველო, 1920, 12.09.2026
საქართველო CIFTIS 2026-ის საერთაშორისო სავაჭრო გამოფენაზე პეკინში
მისივე თქმით, საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობის შემდეგი ეტაპი ტრადიციული ვაჭრობის ფარგლებს სცილდება.
„ჩვენ დიდ პოტენციალს ვხედავთ ციფრულ სერვისებში, ტექნოლოგიებში, ლოგისტიკურ გადაწყვეტებში, ფინანსურ და პროფესიულ მომსახურებასა და ელექტრონულ კომერციაში“, - განაცადა ნადარეიშვილმა.
© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaსაქართველო CIFTIS 2026-ის საერთაშორისო სავაჭრო გამოფენაზე პეკინში
Грузия на международном ярмарке CIFTIS 2026 в Пекине, Китай - Sputnik საქართველო, 1920, 12.09.2026
საქართველო CIFTIS 2026-ის საერთაშორისო სავაჭრო გამოფენაზე პეკინში
მისი თქმით, მონაცემთა ტრანსსასაზღვრო ნაკადების ჩარჩოების შემუშავებაში ჩინეთის გამოცდილება ძალზე რელევანტურია, რადგან საიმედო და ეფექტიანი ციფრული კავშირები სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება მომსახურებით საერთაშორისო ვაჭრობისთვის.
საქართველომ წელს პირველად მიიღო მონაწილეობა ჩინეთში მომსახურებით ვაჭრობის გლობალურ სამიტში (CIFTIS-2026). წლევანდელი გამოფენის თემაა „გლობალური მომსახურებები, საერთო კეთილდღეობა“
© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaსაქართველო CIFTIS 2026-ის საერთაშორისო სავაჭრო გამოფენაზე პეკინში
Грузия на международном ярмарке CIFTIS 2026 в Пекине, Китай - Sputnik საქართველო, 1920, 12.09.2026
საქართველო CIFTIS 2026-ის საერთაშორისო სავაჭრო გამოფენაზე პეკინში
საქართველოს ეროვნულ პავილიონთან მოსულ ვიზიტორებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მიეღოთ ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკის, მისი საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს, აგრეთვე შუა დერეფანსა და სატრანსპორტო - ლოგისტიკურ შესაძლებლობებზე, ინოვაციურ და ტექნოლოგიურ ეკოსისტემაზე, ტურისტულ ღირსშესანიშნაობებზე, ღვინის 8000 წლოვან წარმოებაზე, ასევე ქვეყნის საქონლისა და მომსახურების საექსპორტო შესაძლებლობებზე.
© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaსაქართველო CIFTIS 2026-ის საერთაშორისო სავაჭრო გამოფენაზე პეკინში
Грузия на международном ярмарке CIFTIS 2026 в Пекине, Китай - Sputnik საქართველო, 1920, 12.09.2026
საქართველო CIFTIS 2026-ის საერთაშორისო სავაჭრო გამოფენაზე პეკინში
CIFTIS მომსახურებით ვაჭრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც სახელმწიფო უწყებებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს აერთიანებს.
© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaსაქართველო CIFTIS 2026-ის საერთაშორისო სავაჭრო გამოფენაზე პეკინში
Грузия на международном ярмарке CIFTIS 2026 в Пекине, Китай - Sputnik საქართველო, 1920, 12.09.2026
საქართველო CIFTIS 2026-ის საერთაშორისო სავაჭრო გამოფენაზე პეკინში
საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად მიმართული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. ქვეყნებს შორის მოქმედებს პარტნიორობის შესახებ არაერთი შეთანხმება, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება.
ყველა ახალი ამბავი
0