უცხო ქვეყნის მოქალაქემ კომპანიის დირექტორს 28 ათასი ლარი გამოსძალა - დაკავებულია ერთი პირი

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 12.09.2026
გამოწერა
სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
თბილისი, 12 სექტემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიების მიხედვით, ბრალდებული დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით ერთ-ერთი კომპანიის დირექტორს ლითონის კომპოზიტური პანელების საზღვარგარეთიდან ჩამოტანას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც 28.000-მდე ლარი მოტყუებით ჩაარიცხინა, თუმცა დანაპირები არ შეასრულა და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა აღნიშნულ თანხას.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისში დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0