https://sputnik-georgia.com/20260912/aralegalebis-winaarmdeg-brzola-saqartvelosi-ucxo-qveynis-59-moqalaqe-daakaves-300560139.html
არალეგალების წინააღმდეგ ბრძოლა: საქართველოში უცხო ქვეყნის 59 მოქალაქე დააკავეს
არალეგალების წინააღმდეგ ბრძოლა: საქართველოში უცხო ქვეყნის 59 მოქალაქე დააკავეს
Sputnik საქართველო
ამჟამად მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით. 12.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-12T12:48+0400
2026-09-12T12:48+0400
2026-09-12T12:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/02/11/297187037_45:0:1236:670_1920x0_80_0_0_122e18fe22a18e1b6837e92cdbfedfb7.jpg
თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. მიგრაციის დეპარტამენტმა ქვეყნის მასშტაბით უცხო ქვეყნის 59 მოქალაქე დააკავა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.უწყების ცნობით, შსს-ს თანამშრომლებმა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენის მიზნით კონკრეტული ლოკაციები და სხვადასხვა დანიშნულების ობიექტები გადაამოწმეს - დაკავებულთა შორის არიან კენიის, თურქეთის, რუსეთის, ინდოეთის, ეგვიპტის, განას, ეთიოპიის, უზბეკეთის, ფილიპინების, სუდანის, კამერუნის, ჩინეთის და აზერბაიჯანის მოქალაქეები.დადგინდა, რომ დაკავებული პირები ქვეყანაში იმყოფებოდნენ "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით.ამჟამად დაკავებულები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით.შსს-ს ცნობით, საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედებიდან დღემდე მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის 160 ღონისძიება ჩაატარეს, რის შედეგადაც ჯამში გადამოწმდა 18 ათასი უცხო ქვეყნის მოქალაქე, ხოლო ღონისძიებებისას გამოვლენილი 1000 არალეგალი მიგრანტი უკვე გაძევებულია საქართველოდან.უცხო ქვეყნის მოქალაქეების გაძევების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი, ისე სასამართლო - დეპორტაცია შეეხება უცხოელებს, რომლებმაც დაარღვიეს ქვეყანაში ყოფნის პირობები, ასევე იმ პირებს, რომლებმაც მოიხადეს სასჯელი საქართველოში და ასევე მათ, ვინც ჩაიდინა არაერთი დანაშაული და ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.საქართველოდან გაძევებულ უცხოელს ეკრძალება საქართველოში შემოსვლა 2-დან 5 წლამდე ვადით - აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება მათზე, ვინც ქვეყანა ნებაყოფლობით დატოვა.ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ გაამკაცრა ზომები ქვეყანაში არალეგალურად მცხოვრები უცხოელების გამოსავლენად. პოლიცია უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოწმებას ახორციელებს როგორც ქუჩაში, ისე სხვადასხვა დაწესებულებებში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/02/11/297187037_194:0:1087:670_1920x0_80_0_0_e981fd8d909622e8db803786812f9d21.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
არალეგალების წინააღმდეგ ბრძოლა: საქართველოში უცხო ქვეყნის 59 მოქალაქე დააკავეს
ამჟამად მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით.
თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. მიგრაციის დეპარტამენტმა ქვეყნის მასშტაბით უცხო ქვეყნის 59 მოქალაქე დააკავა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, შსს-ს თანამშრომლებმა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენის მიზნით კონკრეტული ლოკაციები და სხვადასხვა დანიშნულების ობიექტები გადაამოწმეს - დაკავებულთა შორის არიან კენიის, თურქეთის, რუსეთის, ინდოეთის, ეგვიპტის, განას, ეთიოპიის, უზბეკეთის, ფილიპინების, სუდანის, კამერუნის, ჩინეთის და აზერბაიჯანის მოქალაქეები.
დადგინდა, რომ დაკავებული პირები ქვეყანაში იმყოფებოდნენ "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით.
ამჟამად დაკავებულები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით.
შსს-ს ცნობით, საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედებიდან დღემდე მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის 160 ღონისძიება ჩაატარეს, რის შედეგადაც ჯამში გადამოწმდა 18 ათასი უცხო ქვეყნის მოქალაქე, ხოლო ღონისძიებებისას გამოვლენილი 1000 არალეგალი მიგრანტი უკვე გაძევებულია საქართველოდან.
უცხო ქვეყნის მოქალაქეების გაძევების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი, ისე სასამართლო - დეპორტაცია შეეხება უცხოელებს, რომლებმაც დაარღვიეს ქვეყანაში ყოფნის პირობები, ასევე იმ პირებს, რომლებმაც მოიხადეს სასჯელი საქართველოში და ასევე მათ, ვინც ჩაიდინა არაერთი დანაშაული და ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.
საქართველოდან გაძევებულ უცხოელს ეკრძალება საქართველოში შემოსვლა 2-დან 5 წლამდე ვადით - აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება მათზე, ვინც ქვეყანა ნებაყოფლობით დატოვა.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ გაამკაცრა ზომები ქვეყანაში არალეგალურად მცხოვრები უცხოელების გამოსავლენად. პოლიცია უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოწმებას ახორციელებს როგორც ქუჩაში, ისე სხვადასხვა დაწესებულებებში.