თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს

© Courtesy of Ministry of Internal Affairნარკოტიკები
ნარკოტიკები - Sputnik საქართველო, 1920, 11.09.2026
გამოწერა
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 11 სექტემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში ორი პირი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულებს ბრალი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობაში ედებათ.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები თბილისში იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ერთ-ერთი პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სარელიზაციოდ გამზადებულ ნარკოტიკულ საშუალებებს ათავსებდნენ.
პოლიციამ რამდენიმე ადგილიდან 57 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“ ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის260-ე კვარტა მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0