საქართველოში კონტრაბანდული სიგარეტის შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს

© Sputnik / Alexander Imedashvili„სარფის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტი
„სარფის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტი - Sputnik საქართველო, 1920, 11.09.2026
გამოწერა
კანონდამრღვევ მოქალაქეებს საქონელი ჩამოერთვათ და ფულადი ჯარიმა დაეკისრათ.
თბილისი, 11 სექტემბერი - Sputnik. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა „სარფის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კერძოდ, მებაჟე ოფიცრებმა საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული სატრანსპორტო საშუალებების დეტალური დათვალიერების შედეგად ჯამში 642 კოლოფი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.
საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის შესაბამისად, ექვსივე კანონდამრღვევი მოქალაქე სანქციის სახით დაჯარიმდა და ჩამოერთვა არადეკლარირებული საქონელი.
ყველა ახალი ამბავი
0