საგამოძიებო სამსახურმა მერიის, სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი და ექიმი დააკავა

© Investigation Service of the Ministry of Finance of Georgiaსაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური - Sputnik საქართველო, 1920, 11.09.2026
გამოწერა
უწყების ცნობით, საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის აღკვეთის მიზნით გრძელდება პრევენციული ღონისძიებები.
თბილისი, 11 სექტემბერი - Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე სამი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პირველი საქმე
უწყების ცნობით, თელავის მერიის მუნიციპალური სერვისცენტრის თანამშრომელმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული სპეცტექნიკით მიწის ნაკვეთზე სამუშაოების შესრულების სანაცვლოდ მოქალაქეს უკანონოდ მოსთხოვა და გამოართვა 500 ლარი.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლით (კომერციული მოსყიდვა) მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მეორე საქმე
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ჯგუფურად ჩადენილი კომერციული მოსყიდვის ფაქტზე მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ზოოვეტერინარი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მომხმარებელს ფულადი თანხის სანაცვლოდ ლაბორატორიული გამოცდის ოქმები გადასცა.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის კოდექსის 221-ე მუხლით (კომერციული მოსყიდვა) მიმდინარეობს.
მესამე საქმე
კახეთის რეგიონში სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებულმა ექიმმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მოქალაქეს ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად უკანონოდ დაუმზადა და გასცა ყალბი რეცეპტი. ბრალდებული გამოძიების ფარგლებში დააკავეს.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 268-ე მუხლი (ფსიქოტროპული ან ძლიერმოქმედი ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის ან სხვა დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით ან გასაღება) მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0