მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რაც ნაკლები, მით უფრო ეფექტურია - კარასინი უკრაინის საკითხზე მომლაპარაკებელთა გუნდზე

© photo: Sputnik / Vitaly Belousov / გადასვლა მედიაბანკშიგრიგორი კარასინი
გრიგორი კარასინი - Sputnik საქართველო, 1920, 11.09.2026
გამოწერა
მხოლოდ პროფესიონალი მომლაპარაკებლების ვიწრო წრის არსებობის შემთხვევაში რუსეთი მიაღწევს რეალურ შედეგებს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებაში.
თბილისი, 11 სექტემბერი - Sputnik. ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინი მიიჩნევს, რომ პრაქტიკული და გრძელვადიანი შედეგების მისაღწევად უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებაზე მოლაპარაკებების წარმოება უფრო მიზანშეწონილია მხარეთა შეზღუდული რაოდენობის მონაწილეობით, იუწყება „რია ნოვოსტი“.
ასე გამოეხმაურა სენატორი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის იოჰან ვადეფულის განცხადებას, რომელიც ეხებოდა ევროპული ქვეყნების მზადყოფნას, ჩაერთონ დიალოგში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან უკრაინის საკითხის მოგვარებასთან დაკავშირებით.
„რუსეთმა უპირატესობა უნდა მიანიჭოს უფრო ვიწრო შემადგენლობას მოლაპარაკებებში, რადგან სწორედ ის მიგვიყვანს ყველაზე მეტად პრაქტიკულ და ხანგრძლივ გადაწყვეტამდე“, - განაცხადა კარასინმა.
სენატორის თქმით, გერმანია, ისევე როგორც რიგი სხვა ქვეყნები, დაინტერესებულია უკრაინასთან დაკავშირებით შესაძლო მოლაპარაკების პროცესში მონაწილეობით.
ამასთან კარასინმა აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ რთულია იმის თქმა, თუ რამდენად რეალისტურია ასეთი ფორმატი. მან განმარტა, რომ არსებობს დაუწერელი კანონი, რომ მოლაპარაკებაში მონაწილეთა რაოდენობის გაზრდა ართულებს კომპრომისის მოძიებას და საერთო გადაწყვეტილების მიღებას.
ყველა ახალი ამბავი
0