https://sputnik-georgia.com/20260911/gviwodon-putinis-marionetebi-evrodeputatma-ganmarta-vis-akereben-msgavs-iarliyebs-300547018.html
„გვიწოდონ პუტინის მარიონეტები“ - ევროდეპუტატმა განმარტა ვის აკერებენ მსგავს იარლიყებს
„გვიწოდონ პუტინის მარიონეტები“ - ევროდეპუტატმა განმარტა ვის აკერებენ მსგავს იარლიყებს
Sputnik საქართველო
გერმანიას არ აქვს უფლება, ლექციები უკითხოს საქართველოს, რომელიც ევროპის წამყვან ეკონომიკაზე უკეთეს ეკონომიკურ მაჩვენებლებს აჩვენებს. 11.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-11T16:33+0400
2026-09-11T16:33+0400
2026-09-11T16:33+0400
ახალი ამბები
საქართველო
გერმანია
უკრაინა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/16/277895670_0:114:3186:1906_1920x0_80_0_0_8755ec61b9a388399bb52ebb36c66646.jpg
თბილისი, 11 სექტემბერი - Sputnik. დასავლური ელიტები ნებისმიერ პარტიას, რომელიც საკუთარი ხალხის ინტერესებს ბრიუსელის დღის წესრიგზე მაღლა აყენებს, „პუტინის მარიონეტებად“ მოიხსენიებენ, განაცხადა პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) წევრმა ტომაშ ფროელიხმა (Tomasz Mariusz Froelich) ქართულ ტელეარხ „იმედთან“ ინტერვიუში.ევროპარლამენტის წევრმა გერმანული AfD-დან ტომაშ ფროელიხმა დიდი ინტერვიუ მისცა ქართულ ტელეარხ „იმედს“. მან „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“ შეადარა, გააკრიტიკა ბერლინის მიგრაციული და ეკონომიკური პოლიტიკა, ასევე მოუწოდა პრაგმატიზმისკენ და უკრაინასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივი დიპლომატიური მოლაპარაკებებისკენ.მისი თქმით, გლობალისტები ანადგურებენ იმას, რასაც „ქართული ოცნება“ და „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) იცავენ.ევროპარლამენტარმა AfD-მ ბრიუსელის ბრალდებებს, რომ საქართველოს მმართველი პარტია „პრორუსულია“, სისულელე უწოდა. მისი აზრით, „ქართული ოცნება“ ისევე მოქმედებს, როგორც ევროპაში კონსერვატიული ძალები და რიგითი მოქალაქეების ინტერესებს იცავს.გერმანელმა პოლიტიკოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი ერთობლივად ეწინააღმდეგებიან ულტრამემარცხენე ლგბტ-დღის წესრიგს, რადგან ეს იდეოლოგია ეწინააღმდეგება რიგითი ადამიანების ინტერესებს და ანადგურებს ხალხების ტრადიციულ კულტურულ მემკვიდრეობას.მისი თქმით, იმ ფაქტით, რომ საქსონია-ანჰალტის არჩევნებში პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გაიმარჯვა, „გერმანული ისტებლიშმენტი ნამდვილად შოკირებულია“.როგორც ფროელიხმა განმარტა, გერმანიის სამთავრობო ელიტა პოზიციონირებს საკუთარ თავს როგორც კონსერვატორებს, საარჩევნო კამპანიის დროს გონივრულ დაპირებებს იძლეოდა, მაგალითად მკაცრი საემიგრაციო პოლიტიკის შესახებ. თუმცა არჩევნების შემდეგ მოუწიათ ულტრამემარცხენე პარტიებთან, როგორიც არის „სოციალისტები“, კოალიციის ფორმირება და მათ საკუთარი ვალდებულებების შესრულება არ შეუძლიათ.„მათ არ შეუძლიათ საკუთარი დაპირებების შესრულება. კონსერვატორები ვართო აცხადებენ და ჩვენს კულტურასა და მემკვიდრეობას ვერ იცავენ. საბოლოოდ ატყუებენ ამომრჩეველს. ამომრჩევლები ძალიან იმედგაცრუებულები არიან იმიტომ, რომ გერმანიაში სიტუაცია უარესდება“, - განაცხადა ტომაშ ფროელიხმა.პოლიტიკოსმა შეადარა ეკონომიკური სიტუაცია საქართველოსა და გერმანიაში და აღნიშნა, რომ გერმანია განვითარებაში ჩამორჩება.„გერმანიაში 2 წელია რეცესია მიმდინარეობს. 0,2 %-ია ზრდა. ეკონომიკური ზრდის სიტუაცია უარესდება. გვაქვს მიგრაციული კრიზისი, რადგან „ქრისტიან-დემოკრატებმა“ გაუხსნეს საზღვარი მრავალ მიგრანტს“, - განაცხადა ფროელიხმა.მისი თქმით, უკონტროლო მიგრაციის გამო დანაშაულის დონე გაიზარდა.ფროელიხმა განმარტა, რომ სწორედ ეს პრობლემები გახდა მიზეზი იმისა, რომ ამომრჩევლებმა „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) აირჩიეს.ფროლიხმა გააკრიტიკა დასავლეთის მიერ უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ უზარმაზარი თანხები შედეგს არ იძლევა და მხოლოდ კონფლიქტს აჭიანურებს. ამის ნაცვლად, მისი პარტია მშვიდობიან, დიპლომატიურ დარეგიულირებას უჭერს მხარს.გარდა ამისა, ევროპარლამენტარმა უკმაყოფილება გამოთქვა ბრიუსელის პოლიტიკით, რომელიც ცდილობს სხვა ქვეყნებს საკუთარი წესები მოახვიოს თავს და „ჭკუა ასწავლოს“.„ეს არ არის 91 წელი, როდესაც დასრულდა ცივი ომის ისტორია და დასავლეთმა დაიწყო მთელი მსოფლიოს დიქტატი. ჩვენ ამ მსოფლიოში არ ვცხოვრობთ, ჩვენ ახალი ზესახელმწიფოები გვყავს - ჩინეთი, „ბრიკსის“ ქვეყნები. ჩვენ არ გვინდა სხვებს ჭკუა ვასწავლოთ, ჩვენ გვჭირდება პრაგმატული მიდგომა ჩვენს საგარეო პოლიტიკაში, ეს გახლავთ პოლიტიკა, რომელსაც AfD სთავაზობს“, - განაცხადა ტომაშ ფროელიხმა.მისი თქმით, პარტიას სურს ფოკუსირება საერთო ინტერესებზე.საქართველო და გერმანიაჯერ კიდევ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე, გერმანიის ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას "საქართველოს ევროპული მომავლისთვის". დოკუმენტში აღნიშნულია, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების პირობებში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში შემდგომი პროგრესი ვერ იქნება.გერმანიის მმართველი პარტიების დეპუტატებმა ასევე მოითხოვეს სექსუალური უმცირესობების უფლებების შემზღუდავი კანონების გაუქმება, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის შემდგომი პროგრესისთვის აუცილებელ პირობად მიიჩნიეს.2024 წლის დეკემბრის დასაწყისში გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრომ ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის დაწყება გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ბერლინი არ განახორციელებდა ახალ პროექტებს და არ დადებდა სასესხო ხელშეკრულებებს საქართველოსთან.გასული წლის დეკემბრის ბოლოს საქართველოში გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა განაცხადა, რომ ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევისა და პროევროპული პროტესტის ჩახშობის საპასუხოდ გერმანიამ საქართველოსთან 237 მლნ ევროს ღირებულების პროექტები შეაჩერა.2024 წლის 31 დეკემბერს კი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ საქართველოს ცხრა მოქალაქეს, რომლებიც "პასუხისმგებელი არიან საქართველოში მომიტინგეებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ ძალადობაზე", ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. უწყებაში აღნიშნეს, რომ მშვიდობიანი პროტესტის უფლება ადამიანის ერთ-ერთი უნივერსალური უფლებაა და „ჩვენი მოვალეობაა მისი დაცვა“.გარდა ამისა, 2025 წლის თებერვალში გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურმა სამინისტრომ გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება შეაჩერა. 2025 წლის მარტში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დამატებითი აკრძალვები დააწესა იმ ქართველი ოფიციალური პირების ქვეყანაში შესვლაზე, რომლებიც საპროტესტო აქციების "ჩახშობაზე არიან პასუხისმგებლები".საქართველო და ევროკავშირიამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, 2025 წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.
საქართველო
გერმანია
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/16/277895670_455:0:3186:2048_1920x0_80_0_0_d6725b87619d1a848b81070e42ac00f4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გერმანია , უკრაინა , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, გერმანია , უკრაინა , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა
„გვიწოდონ პუტინის მარიონეტები“ - ევროდეპუტატმა განმარტა ვის აკერებენ მსგავს იარლიყებს
გერმანიას არ აქვს უფლება, ლექციები უკითხოს საქართველოს, რომელიც ევროპის წამყვან ეკონომიკაზე უკეთეს ეკონომიკურ მაჩვენებლებს აჩვენებს.
თბილისი, 11 სექტემბერი - Sputnik. დასავლური ელიტები ნებისმიერ პარტიას, რომელიც საკუთარი ხალხის ინტერესებს ბრიუსელის დღის წესრიგზე მაღლა აყენებს, „პუტინის მარიონეტებად“ მოიხსენიებენ, განაცხადა პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) წევრმა ტომაშ ფროელიხმა (Tomasz Mariusz Froelich) ქართულ ტელეარხ „იმედთან“ ინტერვიუში.
ევროპარლამენტის წევრმა გერმანული AfD-დან ტომაშ ფროელიხმა დიდი ინტერვიუ მისცა ქართულ ტელეარხ „იმედს“. მან „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“ შეადარა, გააკრიტიკა ბერლინის მიგრაციული და ეკონომიკური პოლიტიკა, ასევე მოუწოდა პრაგმატიზმისკენ და უკრაინასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივი დიპლომატიური მოლაპარაკებებისკენ.
„ყოველთვის ერთი და იგივე ხდება. როდესაც პარტია უფრო და უფრო პოპულარული ხდება და იწყებს საკუთარი მოქალაქეების ინტერესების დაცვას, ამ პარტიას იარლიყს აკრავენ, როგორც პუტინის მარიონეტებს. იგივე ხდება საქართველოში“, - განაცადა ფროელიხმა.
მისი თქმით, გლობალისტები ანადგურებენ იმას, რასაც „ქართული ოცნება“ და „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) იცავენ.
ევროპარლამენტარმა AfD-მ ბრიუსელის ბრალდებებს, რომ საქართველოს მმართველი პარტია „პრორუსულია“, სისულელე უწოდა. მისი აზრით, „ქართული ოცნება“ ისევე მოქმედებს, როგორც ევროპაში კონსერვატიული ძალები და რიგითი მოქალაქეების ინტერესებს იცავს.
გერმანელმა პოლიტიკოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი ერთობლივად ეწინააღმდეგებიან ულტრამემარცხენე ლგბტ-დღის წესრიგს, რადგან ეს იდეოლოგია ეწინააღმდეგება რიგითი ადამიანების ინტერესებს და ანადგურებს ხალხების ტრადიციულ კულტურულ მემკვიდრეობას.
მისი თქმით, იმ ფაქტით, რომ საქსონია-ანჰალტის არჩევნებში პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გაიმარჯვა, „გერმანული ისტებლიშმენტი ნამდვილად შოკირებულია“.
როგორც ფროელიხმა განმარტა, გერმანიის სამთავრობო ელიტა პოზიციონირებს საკუთარ თავს როგორც კონსერვატორებს, საარჩევნო კამპანიის დროს გონივრულ დაპირებებს იძლეოდა, მაგალითად მკაცრი საემიგრაციო პოლიტიკის შესახებ. თუმცა არჩევნების შემდეგ მოუწიათ ულტრამემარცხენე პარტიებთან, როგორიც არის „სოციალისტები“, კოალიციის ფორმირება და მათ საკუთარი ვალდებულებების შესრულება არ შეუძლიათ.
„მათ არ შეუძლიათ საკუთარი დაპირებების შესრულება. კონსერვატორები ვართო აცხადებენ და ჩვენს კულტურასა და მემკვიდრეობას ვერ იცავენ. საბოლოოდ ატყუებენ ამომრჩეველს. ამომრჩევლები ძალიან იმედგაცრუებულები არიან იმიტომ, რომ გერმანიაში სიტუაცია უარესდება“, - განაცხადა ტომაშ ფროელიხმა.
პოლიტიკოსმა შეადარა ეკონომიკური სიტუაცია საქართველოსა და გერმანიაში და აღნიშნა, რომ გერმანია განვითარებაში ჩამორჩება.
„გერმანიაში 2 წელია რეცესია მიმდინარეობს. 0,2 %-ია ზრდა. ეკონომიკური ზრდის სიტუაცია უარესდება. გვაქვს მიგრაციული კრიზისი, რადგან „ქრისტიან-დემოკრატებმა“ გაუხსნეს საზღვარი მრავალ მიგრანტს“, - განაცხადა ფროელიხმა.
მისი თქმით, უკონტროლო მიგრაციის გამო დანაშაულის დონე გაიზარდა.
ფროელიხმა განმარტა, რომ სწორედ ეს პრობლემები გახდა მიზეზი იმისა, რომ ამომრჩევლებმა „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) აირჩიეს.
ფროლიხმა გააკრიტიკა დასავლეთის მიერ უკრაინის ფინანსური მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ უზარმაზარი თანხები შედეგს არ იძლევა და მხოლოდ კონფლიქტს აჭიანურებს. ამის ნაცვლად, მისი პარტია მშვიდობიან, დიპლომატიურ დარეგიულირებას უჭერს მხარს.
გარდა ამისა, ევროპარლამენტარმა უკმაყოფილება გამოთქვა ბრიუსელის პოლიტიკით, რომელიც ცდილობს სხვა ქვეყნებს საკუთარი წესები მოახვიოს თავს და „ჭკუა ასწავლოს“.
„ეს არ არის 91 წელი, როდესაც დასრულდა ცივი ომის ისტორია და დასავლეთმა დაიწყო მთელი მსოფლიოს დიქტატი. ჩვენ ამ მსოფლიოში არ ვცხოვრობთ, ჩვენ ახალი ზესახელმწიფოები გვყავს - ჩინეთი, „ბრიკსის“ ქვეყნები. ჩვენ არ გვინდა სხვებს ჭკუა ვასწავლოთ, ჩვენ გვჭირდება პრაგმატული მიდგომა ჩვენს საგარეო პოლიტიკაში, ეს გახლავთ პოლიტიკა, რომელსაც AfD სთავაზობს“, - განაცხადა ტომაშ ფროელიხმა.
მისი თქმით, პარტიას სურს ფოკუსირება საერთო ინტერესებზე.
ჯერ კიდევ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე, გერმანიის ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას "საქართველოს ევროპული მომავლისთვის". დოკუმენტში აღნიშნულია, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების პირობებში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში შემდგომი პროგრესი ვერ იქნება.
გერმანიის მმართველი პარტიების დეპუტატებმა ასევე მოითხოვეს სექსუალური უმცირესობების უფლებების შემზღუდავი კანონების გაუქმება, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის შემდგომი პროგრესისთვის აუცილებელ პირობად მიიჩნიეს.
2024 წლის დეკემბრის დასაწყისში გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრომ ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის დაწყება გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ბერლინი არ განახორციელებდა ახალ პროექტებს და არ დადებდა სასესხო ხელშეკრულებებს საქართველოსთან.
გასული წლის დეკემბრის ბოლოს საქართველოში გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა განაცხადა, რომ ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევისა და პროევროპული პროტესტის ჩახშობის საპასუხოდ გერმანიამ საქართველოსთან 237 მლნ ევროს ღირებულების პროექტები შეაჩერა.
2024 წლის 31 დეკემბერს კი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ საქართველოს ცხრა მოქალაქეს, რომლებიც "პასუხისმგებელი არიან საქართველოში მომიტინგეებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ ძალადობაზე", ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. უწყებაში აღნიშნეს, რომ მშვიდობიანი პროტესტის უფლება ადამიანის ერთ-ერთი უნივერსალური უფლებაა და „ჩვენი მოვალეობაა მისი დაცვა“.
გარდა ამისა, 2025 წლის თებერვალში გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურმა სამინისტრომ გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება შეაჩერა. 2025 წლის მარტში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დამატებითი აკრძალვები დააწესა იმ ქართველი ოფიციალური პირების ქვეყანაში შესვლაზე, რომლებიც საპროტესტო აქციების "ჩახშობაზე არიან პასუხისმგებლები".
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, 2025 წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.
2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.