https://sputnik-georgia.com/20260911/germania-rusetis-garese-miliardobit-evros-zarali-300556844.html
გერმანია რუსეთის გარეშე: მილიარდობით ევროს ზარალი
გერმანია რუსეთის გარეშე: მილიარდობით ევროს ზარალი
Sputnik საქართველო
რუსულ გაზზე უარის თქმის გამო ქვეყნის მთლიანმა ეკონომიკურმა ზარალმა შესაძლოა 50 მილიარდ ევროს გადააჭარბოს. 11.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-11T23:10+0400
2026-09-11T23:10+0400
2026-09-12T04:30+0400
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
გერმანია
მსოფლიოს ახალი ამბები
ენერგეტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/13/282429216_0:129:3185:1921_1920x0_80_0_0_cf5d49f1e333eff14eb26fac94cb9872.jpg
თბილისი, 11 სექტემბერი - Sputnik. გერმანიის ფედერალური ბიუჯეტის ხარჯებმა, რომლებიც დაკავშირებულია რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტასთან და მის შედეგად წარმოქმნილ ენერგეტიკულ კრიზისთან ბრძოლის ზომებთან, 50 მილიარდ ევროს გადააჭარბა, იუწყება „რია ნოვოსტი“.ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის ხელისუფლებამ ენერგეტიკული კრიზისის ფონზე მოსახლეობის მხარდასაჭერად და სიტუაციის სტაბილიზაციისთვის საერთო ჯამში 50,4 მილიარდი ევრო გამოყო.„ფედერალურმა მთავრობამ 50,4 მილიარდი ევრო დახარჯა ენერგეტიკული კრიზისის შემსუბუქებისა და სტაბილიზაციისთვის. ეს მოიცავს, კერძოდ, გაზისა და ელექტროენერგიის ფასების ზრდის შემაკავებელ ზომებს, დეკემბრის საგანგებო დახმარებას და სხვა მხარდამჭერ ზომებს“, - ნათქვამია განცადებაში.ამგვარად, რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტის შემდეგ სახელმწიფოს მხრიდან პირდაპირი ფინანსური დახმარების ოდენობამ ერთ გერმანელ მოსახლეზე დაახლოებით 600 ევრო შეადგინა.ამასთან გერმანელი ეკონომისტები აღნიშნავენ, რომ 50,4 მილიარდი ევროს მაჩვენებელი მოიცავს ბიუჯეტურ ხარჯებს უშუალოდ სხვადასხვა დახმარებისა და სუბსიდირების პროგრამებს.ქვეყნის მთლიანი ეკონომიკური დანაკარგები შესაძლოა მნიშვნელოვნად მაღალი იყოს. კერძოდ, ექსპერტები ითვალისწინებენ თხევადი ბუნებრივი აირის მისაღებად ინფრასტრუქტურის შექმნის ხარჯებს, ასევე ენერგორესურსებზე მაღალი ფასების გავლენას გერმანული ინდუსტრიის გრძელვადიან კონკურენტუნარიანობაზე.გერმანიის ეკონომიკა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სტაგნაციასა და ვარდნას განიცდის. ზეწოლის ფაქტორებს შორის სახელდება ენერგომატარებლების მაღალი ღირებულება, მათ შორის რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტის ფონზე.2025 წლის დეკემბრის დასაწყისში, ევროკავშირის ქვეყნები წინასწარ შეათანხმეს რუსული თხევადი და მილსადენის გაზის იმპორტის ეტაპობრივი შეწყვეტა. 2027 წლის 1 იანვრიდან რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი აირის, ხოლო იმავე წლის 1 ნოემბრიდან მილსადენის გაზის იმპორტის სრულად შეჩერება იგეგმება.მოსკოვში არაერთხელ განაცხადეს, რომ დასავლეთის ქვეყნების უარი რუსეთის ენერგორესურსებზე მცდარი გადაწყვეტილება იყო, რომელიც უფრო ძვირიან წყაროებზე დამოკიდებულებას გამოიწვევს.
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/13/282429216_228:0:2959:2048_1920x0_80_0_0_7c9ad7c3398b0f8421e79f8dfba0c47a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, გერმანია , მსოფლიოს ახალი ამბები, ენერგეტიკა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი, გერმანია , მსოფლიოს ახალი ამბები, ენერგეტიკა
გერმანია რუსეთის გარეშე: მილიარდობით ევროს ზარალი
23:10 11.09.2026 (განახლებულია: 04:30 12.09.2026) რუსულ გაზზე უარის თქმის გამო ქვეყნის მთლიანმა ეკონომიკურმა ზარალმა შესაძლოა 50 მილიარდ ევროს გადააჭარბოს.
თბილისი, 11 სექტემბერი - Sputnik. გერმანიის ფედერალური ბიუჯეტის ხარჯებმა, რომლებიც დაკავშირებულია რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტასთან და მის შედეგად წარმოქმნილ ენერგეტიკულ კრიზისთან ბრძოლის ზომებთან, 50 მილიარდ ევროს გადააჭარბა, იუწყება „რია ნოვოსტი“.
ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის ხელისუფლებამ ენერგეტიკული კრიზისის ფონზე მოსახლეობის მხარდასაჭერად და სიტუაციის სტაბილიზაციისთვის საერთო ჯამში 50,4 მილიარდი ევრო გამოყო.
„ფედერალურმა მთავრობამ 50,4 მილიარდი ევრო დახარჯა ენერგეტიკული კრიზისის შემსუბუქებისა და სტაბილიზაციისთვის. ეს მოიცავს, კერძოდ, გაზისა და ელექტროენერგიის ფასების ზრდის შემაკავებელ ზომებს, დეკემბრის საგანგებო დახმარებას და სხვა მხარდამჭერ ზომებს“, - ნათქვამია განცადებაში.
ამგვარად, რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტის შემდეგ სახელმწიფოს მხრიდან პირდაპირი ფინანსური დახმარების ოდენობამ ერთ გერმანელ მოსახლეზე დაახლოებით 600 ევრო შეადგინა.
ამასთან გერმანელი ეკონომისტები აღნიშნავენ, რომ 50,4 მილიარდი ევროს მაჩვენებელი მოიცავს ბიუჯეტურ ხარჯებს უშუალოდ სხვადასხვა დახმარებისა და სუბსიდირების პროგრამებს.
ქვეყნის მთლიანი ეკონომიკური დანაკარგები შესაძლოა მნიშვნელოვნად მაღალი იყოს. კერძოდ, ექსპერტები ითვალისწინებენ თხევადი ბუნებრივი აირის მისაღებად ინფრასტრუქტურის შექმნის ხარჯებს, ასევე ენერგორესურსებზე მაღალი ფასების გავლენას გერმანული ინდუსტრიის გრძელვადიან კონკურენტუნარიანობაზე.
გერმანიის ეკონომიკა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სტაგნაციასა და ვარდნას განიცდის. ზეწოლის ფაქტორებს შორის სახელდება ენერგომატარებლების მაღალი ღირებულება, მათ შორის რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტის ფონზე.
2025 წლის დეკემბრის დასაწყისში, ევროკავშირის ქვეყნები წინასწარ შეათანხმეს რუსული თხევადი და მილსადენის გაზის იმპორტის ეტაპობრივი შეწყვეტა. 2027 წლის 1 იანვრიდან რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი აირის, ხოლო იმავე წლის 1 ნოემბრიდან მილსადენის გაზის იმპორტის სრულად შეჩერება იგეგმება.
მოსკოვში არაერთხელ განაცხადეს, რომ დასავლეთის ქვეყნების უარი რუსეთის ენერგორესურსებზე მცდარი გადაწყვეტილება იყო, რომელიც უფრო ძვირიან წყაროებზე დამოკიდებულებას გამოიწვევს.