ბათუმში საბრძოლო მასალა და ნარკოტიკი ამოიღეს: დაკავებულია ერთი პირი

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 11.09.2026
გამოწერა
დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 11 სექტემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვისა და ნარკოდანაშაულის ბრალდებით ბათუმში წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დაკავებულს საგამოძიებო უწყება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას, ასევე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვას ედავება.
უწყების ცნობით, პატრულ-ინსპექტორებმა ბრალდებული ბათუმში გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. სამართალდამცველებმა მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს უკანონო ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 7 საბრძოლო ვაზნა. დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე და 260-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0