პოლიციამ თბილისში ნახევარ კილოგრამზე მეტი კოკაინი ამოიღო

© photo: Sputnik / Sergey Vinyavsky / გადასვლა მედიაბანკშიკოკაინი
კოკაინი - Sputnik საქართველო, 1920, 10.09.2026
გამოწერა
ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ მამაკაცს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თბილისი, 10 სექტემბერი - Sputnik. პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
სამართალდამცველებმა მამაკაცის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სამალავიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით - ნახევარ კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0