https://sputnik-georgia.com/20260910/monuri-morcileba-saqartvelosi-marta-koss-upasuxes-300528670.html
მონური მორჩილება: საქართველოში მარტა კოსს უპასუხეს
მონური მორჩილება: საქართველოში მარტა კოსს უპასუხეს
Sputnik საქართველო
ევროკავშირის მოწოდებას კანდიდატი ქვეყნებისადმი, დისტანცირება მოეხდინათ MAGA-სგან, თბილისში პოლიტიკური შეზღუდვების მაგალითი უწოდეს 10.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-10T15:23+0400
2026-09-10T15:23+0400
2026-09-10T15:23+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
ევროკომისია
დონალდ ტრამპი
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24838/01/248380130_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_1fe9a2aa922294097d39559bb35e6aa9.jpg
თბილისი, 10 სექტემბერი - Sputnik. გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მართა კოსის განცხადება ადასტურებს ევროპული ბიუროკრატიის მისწრაფებას, შეზღუდოს თავისუფლება, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.კოსმა ადრე განაცხადა, რომ ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყნებმა დისტანცირება უნდა მოახდინონ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის MAGA-ს (Make America Great Again) მოძრაობისგან. მან აღნიშნა, რომ ასეთი პოლიტიკური კავშირები შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ევროკავშირის გრძელვადიან ინტერესებს. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის გაფართოების პროცესი ამჟამად პირველად მიმდინარეობს სხვა ქვეყნებისა და პოლიტიკური ძალების წინააღმდეგობის ფონზე.მისი თქმით, ევროკავშირი ფაქტობრივად მოითოვს კანდიდატი ქვეყნებისგან, არ დაუჭირონ მხარი ევროპულისგან განსხვავებულ ორგანიზაციებსა და იდეოლოგიებს.„როგორც ჩანს, ისინი გაწევრიანების მსურველ ყველა ქვეყანას უკრძალავენ მათგან განსხვავებული იდეოლოგიისა და ორგანიზაციების მხარდაჭერას და ამ ორგანიზაციებში მონაწილეობას. მარტა კოსის განცხადებები ყოველ ჯერზე უფრო და უფრო გვაკვირვებს, თუმცა, ამ განცხადებამ ალბათ, ყველა წინა ნათქვამზე უფრო მეტად მოჰფინა ნათელი მოცემულობას, როგორი მონური მორჩილების წევრების მიღებას გეგმავს თურმე ევროკავშირის ბიუროკრატია, ეს მარტა კოსის განცხადებაში ძალიან კარგად ჩანს”, - განაცხადა ვიცე-სპიკერმა.თავის მხრივ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ ამჟამინდელ ევროკავშირში ქვეყნების სუვერენიტეტზე საუბარი უკვე ზედმეტია.„ზოგადად, ნებისმიერ კავშირში გაერთიანება რაღაც დოზით სუვერენიტეტს ეხება, რადგან ხელშეკრულებით გიწევს ბევრი რაღაცის გათვალისწინება. დღეს სადაც მიდის ევროპა, აქ სუვერენიტეტზე საუბარი ზედმეტია, რადგან დღეს ბრიუსელი მოქმედებს საბჭოთა საუკეთესო მეთოდებით“, - განაცადა კირცხალიამ.საქართველო და ევროკავშირიამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, 2025 წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.
საქართველო
ევროკავშირი
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24838/01/248380130_333:0:3000:2000_1920x0_80_0_0_2dbb3d00474c1c4b154831dc8a2e82ec.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ევროკომისია, დონალდ ტრამპი, აშშ
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ევროკომისია, დონალდ ტრამპი, აშშ
მონური მორჩილება: საქართველოში მარტა კოსს უპასუხეს
ევროკავშირის მოწოდებას კანდიდატი ქვეყნებისადმი, დისტანცირება მოეხდინათ MAGA-სგან, თბილისში პოლიტიკური შეზღუდვების მაგალითი უწოდეს
თბილისი, 10 სექტემბერი - Sputnik. გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მართა კოსის განცხადება ადასტურებს ევროპული ბიუროკრატიის მისწრაფებას, შეზღუდოს თავისუფლება, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.
კოსმა ადრე განაცხადა, რომ ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყნებმა დისტანცირება უნდა მოახდინონ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის MAGA-ს (Make America Great Again) მოძრაობისგან. მან აღნიშნა, რომ ასეთი პოლიტიკური კავშირები შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ევროკავშირის გრძელვადიან ინტერესებს. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის გაფართოების პროცესი ამჟამად პირველად მიმდინარეობს სხვა ქვეყნებისა და პოლიტიკური ძალების წინააღმდეგობის ფონზე.
„უკვე თავისუფლების ყველანაირ აკრძალვაზე მიდიან ის ბიუროკრატები, რომლებიც საქართველოს მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან“, - განაცხადა წილოსანმა.
მისი თქმით, ევროკავშირი ფაქტობრივად მოითოვს კანდიდატი ქვეყნებისგან, არ დაუჭირონ მხარი ევროპულისგან განსხვავებულ ორგანიზაციებსა და იდეოლოგიებს.
„როგორც ჩანს, ისინი გაწევრიანების მსურველ ყველა ქვეყანას უკრძალავენ მათგან განსხვავებული იდეოლოგიისა და ორგანიზაციების მხარდაჭერას და ამ ორგანიზაციებში მონაწილეობას. მარტა კოსის განცხადებები ყოველ ჯერზე უფრო და უფრო გვაკვირვებს, თუმცა, ამ განცხადებამ ალბათ, ყველა წინა ნათქვამზე უფრო მეტად მოჰფინა ნათელი მოცემულობას, როგორი მონური მორჩილების წევრების მიღებას გეგმავს თურმე ევროკავშირის ბიუროკრატია, ეს მარტა კოსის განცხადებაში ძალიან კარგად ჩანს”, - განაცხადა ვიცე-სპიკერმა.
თავის მხრივ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რომ ამჟამინდელ ევროკავშირში ქვეყნების სუვერენიტეტზე საუბარი უკვე ზედმეტია.
„ზოგადად, ნებისმიერ კავშირში გაერთიანება რაღაც დოზით სუვერენიტეტს ეხება, რადგან ხელშეკრულებით გიწევს ბევრი რაღაცის გათვალისწინება. დღეს სადაც მიდის ევროპა, აქ სუვერენიტეტზე საუბარი ზედმეტია, რადგან დღეს ბრიუსელი მოქმედებს საბჭოთა საუკეთესო მეთოდებით“, - განაცადა კირცხალიამ.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, 2025 წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.
2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.