https://sputnik-georgia.com/20260910/awarasi-xetyis-ukanono-mopovebis-faqti-gamoavlines-300530945.html
აჭარაში ხეტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს
აჭარაში ხეტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს
Sputnik საქართველო
სამართალდამრღვევის მიმართ შედგა დოკუმენტაცია და მასალები შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა. 10.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-10T18:31+0400
2026-09-10T18:31+0400
2026-09-10T18:31+0400
ახალი ამბები
საქართველო
აჭარა
გარემოს ეროვნული სააგენტო
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23881/09/238810995_0:134:3167:1915_1920x0_80_0_0_dd6f2a76e562a2936ca1c6d4bc4a1fed.jpg
თბილისი, 10 სექტემბერი— Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ხულოს მუნიციპალიტეტში ხეტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.უწყების ცნობით, სოფელ გელაურის მკვიდრს საცხოვრებელი სახლის სარდაფში 22 ერთეული წიწვოვანი სახეობის დაუფირნიშებელი მრგვალი ხეტყე (მორი) ჰქონდა განთავსებული.გამოვლენილი ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.2026 წლის იანვარ-აგვისტოში აჭარაში უკანონო ტყითსარგებლობის 265 ფაქტი გამოვლინდა. მათგან 212 ხეტყის უკანონო მოპოვებასა და ტრანსპორტირებას, ხოლო 53 სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევასა და არალეგალურ საქმიანობას უკავშირდება. ამავე პერიოდში აჭარაში 9 უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა.უკანონო ტყეთსარგებლობასთან ბრძოლა2025 წელს ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებზე კანონმდებლობა გამკაცრდა. ცვლილებების მიხედვით, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე მოპოვებისა და ტრანსპორტირების შესახებ კანონმდებლობის განმეორებითი დარღვევა საქართველოში სისხლის სამართლის დანაშაული გახდა.კერძოდ, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტების გარეშე დამზადებისა და ტრანსპორტირებისათვის პირველ შემთხვევაში გათვალისწინებული იყო 2 ათასი ლარი ჯარიმა, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 5 ათასი ლარი. ცვლილების შემდეგ, ასეთი განმეორებითი ქმედება პირდაპირ სისხლის სამართლებრივ დანაშაულად ფასდება.2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23881/09/238810995_217:0:2948:2048_1920x0_80_0_0_94e3fd6dd31b0526e24ae00d6a2817dd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აჭარა , გარემოს ეროვნული სააგენტო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
ახალი ამბები, საქართველო, აჭარა , გარემოს ეროვნული სააგენტო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
აჭარაში ხეტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს
სამართალდამრღვევის მიმართ შედგა დოკუმენტაცია და მასალები შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
თბილისი, 10 სექტემბერი— Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ხულოს მუნიციპალიტეტში ხეტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, სოფელ გელაურის მკვიდრს საცხოვრებელი სახლის სარდაფში 22 ერთეული წიწვოვანი სახეობის დაუფირნიშებელი მრგვალი ხეტყე (მორი) ჰქონდა განთავსებული.
გამოვლენილი ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
2026 წლის იანვარ-აგვისტოში აჭარაში უკანონო ტყითსარგებლობის 265 ფაქტი გამოვლინდა. მათგან 212 ხეტყის უკანონო მოპოვებასა და ტრანსპორტირებას, ხოლო 53 სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევასა და არალეგალურ საქმიანობას უკავშირდება. ამავე პერიოდში აჭარაში 9 უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა.
უკანონო ტყეთსარგებლობასთან ბრძოლა
2025 წელს ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებზე კანონმდებლობა გამკაცრდა. ცვლილებების მიხედვით, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე მოპოვებისა და ტრანსპორტირების შესახებ კანონმდებლობის განმეორებითი დარღვევა საქართველოში სისხლის სამართლის დანაშაული გახდა.
კერძოდ, ხეტყის შესაბამისი დოკუმენტების გარეშე დამზადებისა და ტრანსპორტირებისათვის პირველ შემთხვევაში გათვალისწინებული იყო 2 ათასი ლარი ჯარიმა, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 5 ათასი ლარი. ცვლილების შემდეგ, ასეთი განმეორებითი ქმედება პირდაპირ სისხლის სამართლებრივ დანაშაულად ფასდება.
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.
ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.