https://sputnik-georgia.com/20260909/zaxarovam-germaniis-ukrainit-ukmakopileba-samxedro-shekvetebis-naklebobit-axsna-300515282.html
ზახაროვამ გერმანიის უკრაინით უკმაყოფილება სამხედრო შეკვეთების ნაკლებობით ახსნა
ზახაროვამ გერმანიის უკრაინით უკმაყოფილება სამხედრო შეკვეთების ნაკლებობით ახსნა
Sputnik საქართველო
დიპლომატის აზრით, გერმანიის ხელისუფლება დიდი ხანია მჭიდროდაა დაკავშირებული საკუთარ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან – იმდენად, რომ კანცლერი მერცი, მისი თქმით... 09.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-09T17:35+0400
2026-09-09T17:35+0400
2026-09-09T17:35+0400
რუსეთი
მსოფლიო დღეს
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
გერმანია
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/1f/286016039_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_b519f8f8bfb9e38286c141f039d349d6.jpg
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. გერმანიის ხელისუფლება უკრაინით უკმაყოფილოა არა იქ არსებული განუკითხაობის, არამედ იმის გამო, რომ კიევი გერმანიის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს ძალიან ცოტა შეკვეთას აძლევს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ რადიო Sputnik-ის ეთერში.დიპლომატმა შეახსენა ყველას, რომ ახლახან გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა იოჰან ვადეფულმა უკრაინით უკმაყოფილება გამოთქვა. თუმცა, ზახაროვას თქმით, ეს იმიტომ არ მომხდარა, რომ მინისტრი „შეაძრწუნა იმ განუკითხაობამ, რაც უკრაინაში ხდება: საკუთარი მოქალაქეების, წესებისა და კანონების მიმართ, რომლებითაც რეგულირდება ჩვენი თანამედროვე ცხოვრება ადამიანის უფლებების, ზოგადად პატივის, ღირსებისა და მორალის თვალსაზრისით“, რაც გამომდინარეობს ადამიანის უფლებათა შესახებ ევროკავშირის ანგარიშიდან.უკმაყოფილების მიზეზი, ზახაროვას თქმით, არის ის, რომ კიევი ძალიან ცოტა შეკვეთას ანთავსებს გერმანულ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში. როგორც მან აღნიშნა, გერმანიის ხელისუფლება დიდი ხანია ახდენს საკუთარი „კავშირის“ დემონტრირებას სამხედრო წარმოებასთან, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ინტერესების ლობირებითა და მომსახურებით. „ნათელია, რომ მერცს (გერმანიის კანცლერი ფრიდრიხი - Sputnik), ვადეფულს (გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰანი - Sputnik) და მის გუნდს შორის კავშირი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან მრავალი წელია გრძელდება. ის არა მხოლოდ ლობირებს მათ, არამედ უბრალოდ ემსახურება მათ. ის მონაა, მერცი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მონაა“, - ხაზგასმით აღნიშნა ზახაროვამ.მისი თქმით, ეს ხსნის გერმანიის ხელისუფლების უკმაყოფილებას კიევის მიმართ - რაც უფრო ნაკლებ შეკვეთას იღებენ ისინი უკრაინიდან, მით უფრო ნაკლებს „იღებენ“.„...მეტი ფული, მეტი შეკვეთაა საჭირო, რათა, ასე ვთქვათ, მერცმაც, როგორც ჩანს, მიიღოს“, - განაცხადა ზახაროვამ.დიპლომატმა ასევე აღნიშნა, რომ კომის ზომა და მასშტაბი, სადაც ის ამჟამად იმყოფება და ოთხშაბათს ბრიფინგს გამართავს, რუკის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ზომის ტოლფასია ან აღემატება კიდეც მას. ზახაროვას თქმით, ეს მნიშვნელოვანია იმ პირებისთვის, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ კიდევ უფრო მეტი იარაღის განთავსებას გეგმავენ.
უკრაინა
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/1f/286016039_131:0:2862:2048_1920x0_80_0_0_54c4469592742da6cd951de7a2b6b6e5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , გერმანია , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , გერმანია , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
ზახაროვამ გერმანიის უკრაინით უკმაყოფილება სამხედრო შეკვეთების ნაკლებობით ახსნა
დიპლომატის აზრით, გერმანიის ხელისუფლება დიდი ხანია მჭიდროდაა დაკავშირებული საკუთარ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან – იმდენად, რომ კანცლერი მერცი, მისი თქმით, ფაქტობრივად "ემსახურება" მის ინტერესებს.
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. გერმანიის ხელისუფლება უკრაინით უკმაყოფილოა არა იქ არსებული განუკითხაობის, არამედ იმის გამო, რომ კიევი გერმანიის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს ძალიან ცოტა შეკვეთას აძლევს, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ რადიო Sputnik-ის ეთერში.
დიპლომატმა შეახსენა ყველას, რომ ახლახან გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა იოჰან ვადეფულმა უკრაინით უკმაყოფილება გამოთქვა. თუმცა, ზახაროვას თქმით, ეს იმიტომ არ მომხდარა, რომ მინისტრი „შეაძრწუნა იმ განუკითხაობამ, რაც უკრაინაში ხდება: საკუთარი მოქალაქეების, წესებისა და კანონების მიმართ, რომლებითაც რეგულირდება ჩვენი თანამედროვე ცხოვრება ადამიანის უფლებების, ზოგადად პატივის, ღირსებისა და მორალის თვალსაზრისით“, რაც გამომდინარეობს ადამიანის უფლებათა შესახებ ევროკავშირის ანგარიშიდან.
უკმაყოფილების მიზეზი, ზახაროვას თქმით, არის ის, რომ კიევი ძალიან ცოტა შეკვეთას ანთავსებს გერმანულ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში.
„იგი უკრაინით, კიევის რეჟიმითა და ბანკოვათი უკმაყოფილო იყო ზუსტად საპირისპირო კონტექსტში. მან თქვა, რომ ისინი ძალიან ცოტა სამხედრო შეკვეთას ათავსებენ გერმანიის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში“, – ხაზგასმით აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
როგორც მან აღნიშნა, გერმანიის ხელისუფლება დიდი ხანია ახდენს საკუთარი „კავშირის“ დემონტრირებას სამხედრო წარმოებასთან, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ინტერესების ლობირებითა და მომსახურებით.
„ნათელია, რომ მერცს (გერმანიის კანცლერი ფრიდრიხი - Sputnik), ვადეფულს (გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰანი - Sputnik) და მის გუნდს შორის კავშირი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან მრავალი წელია გრძელდება. ის არა მხოლოდ ლობირებს მათ, არამედ უბრალოდ ემსახურება მათ. ის მონაა, მერცი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მონაა“, - ხაზგასმით აღნიშნა ზახაროვამ.
მისი თქმით, ეს ხსნის გერმანიის ხელისუფლების უკმაყოფილებას კიევის მიმართ - რაც უფრო ნაკლებ შეკვეთას იღებენ ისინი უკრაინიდან, მით უფრო ნაკლებს „იღებენ“
.„...მეტი ფული, მეტი შეკვეთაა საჭირო, რათა, ასე ვთქვათ, მერცმაც, როგორც ჩანს, მიიღოს“, - განაცხადა ზახაროვამ.
დიპლომატმა ასევე აღნიშნა, რომ კომის ზომა და მასშტაბი, სადაც ის ამჟამად იმყოფება და ოთხშაბათს ბრიფინგს გამართავს, რუკის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ზომის ტოლფასია ან აღემატება კიდეც მას. ზახაროვას თქმით, ეს მნიშვნელოვანია იმ პირებისთვის, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ კიდევ უფრო მეტი იარაღის განთავსებას გეგმავენ.