https://sputnik-georgia.com/20260909/saqartveloshi-erovnuli-saswavlo-gegma-sheicvala-300509071.html
საქართველოში ეროვნული სასწავლო გეგმა შეიცვალა - რა სიახლეები ელის სკოლებს?
საქართველოში ეროვნული სასწავლო გეგმა შეიცვალა - რა სიახლეები ელის სკოლებს?
Sputnik საქართველო
ძირითადი სიახლეები მოსწავლეთა შეფასების სისტემას, საგნობრივ ბადეს და ახალი არჩევითი საგნების დამატებას ეხება. 09.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-09T13:52+0400
2026-09-09T13:52+0400
2026-09-09T13:52+0400
საქართველო
განათლება საქართველოში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24217/95/242179570_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_7312cce5ae9716aa6a3ed7daf33dd454.jpg
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები შევიდა, განათლების მინისტრ გივი მიქანაძის 4 სექტემბრის ბრძანება „საკანონმდებლო მაცნეს" ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. ძირითადი სიახლეები მოსწავლეთა შეფასების სისტემას, საგნობრივ ბადეს და ახალი არჩევითი საგნების დამატებას ეხება. დოკუმენტის მიხედვით, სემესტრის განმავლობაში საჯარო სკოლის მოსწავლე შეფასდება შემდეგი სამი კომპონენტის მიხედვით: ა) მიმდინარე საშინაო დავალება; ბ) მიმდინარე საკლასო დავალება; გ) შემაჯამებელი დავალება. კომპონენტებს ერთნაირი წონა ექნებათ. ცვლილებების მიხედვით, თუ მოსწავლეს კლასში რომელიმე საგანში აქვს 5.0-ზე დაბალი წლიური შეფასება, სკოლა ვალდებულია, მოსწავლეს შესთავაზოს რემედიაციის პროგრამა საშემოდგომო გამოცდის ჩატარებამდე. ტერმინი „რემედიაცია“ ნიშნავს არსებული პრობლემების შემცირებას ან აღმოფხვრას კონკრეტული ღონისძიებების გამოყენებით. პროგრამა ორიენტირებულია თითოეული ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებზე და მას ახორციელებს მასწავლებელი კორექტორი სკოლის ადმინისტრაციის, კლასის მასწავლებლისა და მშობლების აქტიური მონაწილეობით.თუ საჯარო სკოლა გადაწყვეტს რომელიმე საგანში/საგნებში მოსწავლის შეფასების მიზნით მხოლოდ შემაჯამებელი კომპონენტის გამოყენებას, საჯარო სკოლა ვალდებულია სათანადო დასაბუთება შესათანხმებლად წარუდგინოს შესაბამის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს ეს სკოლა. შემაჯამებელი დავალების კომპონენტში სავალდებულოა შემოქმედებითი და კონტექსტის მქონე დავალებების გამოყენება, რომლებიც მოითხოვს მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებასა და კომპლექსური პრობლემების გადაჭრას. თუ საჯარო სკოლის მოსწავლე გაცდენის გამო ვერ შეასრულებს რომელიმე შემაჯამებელ დავალებას, სკოლა ვალდებულია, მისცეს მას გაცდენილი შემაჯამებელი დავალებების აღდგენის საშუალება. I-IV კლასებსა და V კლასის პირველ სემესტრში შეფასების ყველა კომპონენტში გამოიყენება მხოლოდ განმავითარებელი შეფასება. ჰოსპიტალიზაციით გამოწვეული სწავლის სირთულის შემთხვევაში სკოლა ვალდებულია მოსწავლის სწავლება და შეფასება განახორციელოს რემედიაციის პროგრამით და/ან შინ სწავლების შესაძლებლობით. ცვლილებებს ექვემდებარება საგნობრივი ჯგუფებიც, კერძოდ: ეროვნული სასწავლო გეგმის კიდევ ერთი სიახლეა საგნობრივ ჯგუფებში ახალი არჩევითი საგნების დამატება. დოკუმენტში მოცემულია ახალი არჩევითი საგნების სრული ნუსხა. აღნიშნული საგნებია: კონსერვაციული ბიოლოგიის საფუძვლები, მედიაწიგნიერება, ფინანსური წიგნიერება, ციფრული წიგნიერება და ხელოვნური ინტელექტი, ამერიკისმცოდნეობა, გეოგრაფიული კვლევა, ეკონომიკის საფუძვლები, თეატრალური ხელოვნება, მეწარმეობის საფუძვლები, კომპიუტერული მეცნიერება, მსოფლიო კულტურა, მულტიმედია და დიზაინი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება: თეორიულ-პრაქტიკული კურსი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება: პრაქტიკული კურსი, ფოლკლორი და მითოლოგია, XIX–XX საუკუნის დასავლური ლიტერატურა, ხელოვნების ისტორია, სახელმწიფო და სამართალი, ბუნების ძეგლებზე დაკვირვება, საქართველოს ეთნოგრაფია, ფოლკლორული ანსამბლი, სამხედრო ისტორია და ეროვნული თავდაცვა, კინოხელოვნება, მუსიკალურ-კომპიუტერული პროგრამების პრაქტიკული კურსი, სამედიცინო ბიოლოგია და ჯანმრთელობა, ქიმიური ტექნოლოგიები, შესავალი თანამედროვე ფიზიკაში, ხაზვა, ასტრონომია, გარემო და მდგრადი განვითარება, მესამე უცხოური ენა, მცირერიცხოვანი ეთნიკური უმცირესობების ენა, ჭადრაკი. ეროვნული სასწავლო გეგმა, როგორც ძირითადი დოკუმენტი, განსაზღვრავს რა, როდის და როგორ უნდა ისწავლებოდეს საქართველოს სკოლებში. საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმა 2004 წლის ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საფუძველზე შეიქმნა და მისი განხორციელება ქვეყანაში 2006-2007 სასწავლო წლიდან დაიწყო. ეროვნული სასწავლო გეგმა, როგორც ძირითადი დოკუმენტი, პერიოდულად საჭიროებს განახლებას, რათა მასში აისახოს როგორც მოსწავლეების და მასწავლებლების საჭიროებები, ასევე განათლების სფეროს საერთაშორისო პრაქტიკა და თანამედროვე ტენდენციები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24217/95/242179570_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_c785e09b1493b2d8014b2f71853773ab.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, განათლება საქართველოში , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოში ეროვნული სასწავლო გეგმა შეიცვალა - რა სიახლეები ელის სკოლებს?
ძირითადი სიახლეები მოსწავლეთა შეფასების სისტემას, საგნობრივ ბადეს და ახალი არჩევითი საგნების დამატებას ეხება.
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები შევიდა, განათლების მინისტრ გივი მიქანაძის 4 სექტემბრის ბრძანება „საკანონმდებლო მაცნეს" ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
ძირითადი სიახლეები მოსწავლეთა შეფასების სისტემას, საგნობრივ ბადეს და ახალი არჩევითი საგნების დამატებას ეხება.
დოკუმენტის მიხედვით, სემესტრის განმავლობაში საჯარო სკოლის მოსწავლე შეფასდება შემდეგი სამი კომპონენტის მიხედვით: ა) მიმდინარე საშინაო დავალება; ბ) მიმდინარე საკლასო დავალება; გ) შემაჯამებელი დავალება. კომპონენტებს ერთნაირი წონა ექნებათ.
ცვლილებების მიხედვით, თუ მოსწავლეს კლასში რომელიმე საგანში აქვს 5.0-ზე დაბალი წლიური შეფასება, სკოლა ვალდებულია, მოსწავლეს შესთავაზოს რემედიაციის პროგრამა საშემოდგომო გამოცდის ჩატარებამდე.
ტერმინი „რემედიაცია“ ნიშნავს არსებული პრობლემების შემცირებას ან აღმოფხვრას კონკრეტული ღონისძიებების გამოყენებით. პროგრამა ორიენტირებულია თითოეული ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებზე და მას ახორციელებს მასწავლებელი კორექტორი სკოლის ადმინისტრაციის, კლასის მასწავლებლისა და მშობლების აქტიური მონაწილეობით.
თუ საჯარო სკოლა გადაწყვეტს რომელიმე საგანში/საგნებში მოსწავლის შეფასების მიზნით მხოლოდ შემაჯამებელი კომპონენტის გამოყენებას, საჯარო სკოლა ვალდებულია სათანადო დასაბუთება შესათანხმებლად წარუდგინოს შესაბამის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს ეს სკოლა.
შემაჯამებელი დავალების კომპონენტში სავალდებულოა შემოქმედებითი და კონტექსტის მქონე დავალებების გამოყენება, რომლებიც მოითხოვს მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებასა და კომპლექსური პრობლემების გადაჭრას.
თუ საჯარო სკოლის მოსწავლე გაცდენის გამო ვერ შეასრულებს რომელიმე შემაჯამებელ დავალებას, სკოლა ვალდებულია, მისცეს მას გაცდენილი შემაჯამებელი დავალებების აღდგენის საშუალება.
I-IV კლასებსა და V კლასის პირველ სემესტრში შეფასების ყველა კომპონენტში გამოიყენება მხოლოდ განმავითარებელი შეფასება.
ჰოსპიტალიზაციით გამოწვეული სწავლის სირთულის შემთხვევაში სკოლა ვალდებულია მოსწავლის სწავლება და შეფასება განახორციელოს რემედიაციის პროგრამით და/ან შინ სწავლების შესაძლებლობით.
ცვლილებებს ექვემდებარება საგნობრივი ჯგუფებიც, კერძოდ:
ქართული ენა და ლიტერატურა ერთობლივად ისწავლება I-VI, VIII და X-XII კლასებში, ხოლო განცალკევებით VII, IX კლასებში.
ინგლისური ენის სწავლება სავალდებულო გახდა II კლასიდან, ხოლო მეორე უცხოური ენის - V კლასიდან.
ქიმიის სწავლა დაიწყება VII კლასიდან.
ისტორიის კუთხით კი განისაზღვრა, რომ VII კლასში ისწავლება მსოფლიოს ისტორია, VIII-IX და XI-XII კლასებში - ისტორია, ხოლო VII და X-XII კლასებში - საქართველოს ისტორია. შესაბამისად, VII კლასში განცალკევებით ისწავლება საქართველოს ისტორია და მსოფლიოს ისტორია.
ეროვნული სასწავლო გეგმის კიდევ ერთი სიახლეა საგნობრივ ჯგუფებში ახალი არჩევითი საგნების დამატება. დოკუმენტში მოცემულია ახალი არჩევითი საგნების სრული ნუსხა.
აღნიშნული საგნებია: კონსერვაციული ბიოლოგიის საფუძვლები, მედიაწიგნიერება, ფინანსური წიგნიერება, ციფრული წიგნიერება და ხელოვნური ინტელექტი, ამერიკისმცოდნეობა, გეოგრაფიული კვლევა, ეკონომიკის საფუძვლები, თეატრალური ხელოვნება, მეწარმეობის საფუძვლები, კომპიუტერული მეცნიერება, მსოფლიო კულტურა, მულტიმედია და დიზაინი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება: თეორიულ-პრაქტიკული კურსი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება: პრაქტიკული კურსი, ფოლკლორი და მითოლოგია, XIX–XX საუკუნის დასავლური ლიტერატურა, ხელოვნების ისტორია, სახელმწიფო და სამართალი, ბუნების ძეგლებზე დაკვირვება, საქართველოს ეთნოგრაფია, ფოლკლორული ანსამბლი, სამხედრო ისტორია და ეროვნული თავდაცვა, კინოხელოვნება, მუსიკალურ-კომპიუტერული პროგრამების პრაქტიკული კურსი, სამედიცინო ბიოლოგია და ჯანმრთელობა, ქიმიური ტექნოლოგიები, შესავალი თანამედროვე ფიზიკაში, ხაზვა, ასტრონომია, გარემო და მდგრადი განვითარება, მესამე უცხოური ენა, მცირერიცხოვანი ეთნიკური უმცირესობების ენა, ჭადრაკი.
ეროვნული სასწავლო გეგმა, როგორც ძირითადი დოკუმენტი, განსაზღვრავს რა, როდის და როგორ უნდა ისწავლებოდეს საქართველოს სკოლებში.
საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმა 2004 წლის ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საფუძველზე შეიქმნა და მისი განხორციელება ქვეყანაში 2006-2007 სასწავლო წლიდან დაიწყო.
ეროვნული სასწავლო გეგმა, როგორც ძირითადი დოკუმენტი, პერიოდულად საჭიროებს განახლებას, რათა მასში აისახოს როგორც მოსწავლეების და მასწავლებლების საჭიროებები, ასევე განათლების სფეროს საერთაშორისო პრაქტიკა და თანამედროვე ტენდენციები.