იმერეთის პოლიციამ 107 შეკვრა მაიხუანა ამოიღო: დაკავებულია 3 პირი

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 09.09.2026
გამოწერა
დაკავებულებს, რომელთა შორის ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, 12-წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. იმერეთის პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სამი პირი დააკავა, რომელთა შორის ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო
სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ერთ-ერთი დაკავებულისგან განახორციელეს ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი ჩხრეკისას, ასევე ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული - 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“.
სამართალდამცველების მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სსკ-ის 260-ე, 260-ე ტერცია და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0