https://sputnik-georgia.com/20260909/batumi-sarpis-gzis-mshenebloba-ickeba-300514537.html
ბათუმი-სარფის 11,3 კმ მაგისტრალური გზის მშენებლობა იწყება
ბათუმი-სარფის 11,3 კმ მაგისტრალური გზის მშენებლობა იწყება
Sputnik საქართველო
7,6 კმ სიგრძის ბათუმი-სარფის გვირაბი ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი მთავარი გვირაბის შემდეგ საქართველოში სიგრძით მეორე საავტომობილო გვირაბი იქნება. 09.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-09T18:11+0400
2026-09-09T18:11+0400
2026-09-09T18:11+0400
საქართველო
აჭარა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი
ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23288/30/232883034_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_8c601f7cb9c84e8db03f37af47a11a9b.jpg
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს აღმოსავლეთი-დასავლეთის მაგისტრალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაკვეთის - ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობა იწყება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. უწყების ცნობით, ხელშეკრულება საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანია China Railway Tunnel Group Co., Ltd-ს (CRTG) შორის გაფორმდა. 11,3-კილომეტრიანი მაგისტრალური გზის მშენებლობის შესახებ შესაბამის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა. ბათუმი-სარფის პროექტი ითვალისწინებს 11,3 კმ სიგრძის ორზოლიანი მაგისტრალური გზის, 7,6 კმ სიგრძის გვირაბისა და 3 ხიდის მშენებლობას. მათ შორის მოეწყობა 1,47 კმ სიგრძის სახიდე გადასასვლელი. პროექტის ფარგლებში ასევე აშენდება ზღვის ნაპირის დამცავი 500-მეტრიანი ნაგებობა - 7,6 კმ სიგრძის ბათუმი-სარფის გვირაბი ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი მთავარი გვირაბის შემდეგ საქართველოში სიგრძით მეორე საავტომობილო გვირაბი იქნება. პროექტის განხორციელების ვადა სამშენებლო სამუშაოების დაწყებიდან 48 თვეა, ხოლო ხელშეკრულების ღირებულება 809 მლნ ლარს შეადგენს. პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) სესხისა და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება. ბათუმი–სარფის მონაკვეთის მშენებლობა აღმოსავლეთი-დასავლეთის E60–E70 ჩქაროსნული მაგისტრალის განვითარების ერთიანი პროცესის ნაწილია. მაგისტრალის 428.35 კმ-დან დღეისათვის უკვე გახსნილია 324.75 კმ. აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი „შუა დერეფნის" ერთ-ერთი ძირითადი სატრანსპორტო არტერიაა. წითელი ხიდი-თბილისი-სარფის მიმართულება შავი ზღვის პორტებთან და საქართველოს სახმელეთო საზღვრებთან ერთად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ სატრანზიტო ქსელში. შესაბამისად, მაგისტრალის განვითარება ზრდის საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობებს და აძლიერებს ქვეყნის სატრანსპორტო კავშირებს შავი ზღვის, სამხრეთ კავკასიის, თურქეთისა და ევროპის მიმართულებით. ახალი გზა ბათუმის შემოვლით მაგისტრალს უშუალოდ დაუკავშირდება. შედეგად, საერთაშორისო და სატრანზიტო მოძრაობა აჭარის მჭიდროდ დასახლებული და საკურორტო ზღვისპირა ზოლიდან ახალ გზაზე გადაერთვება. ეს მნიშვნელოვნად განტვირთავს არსებულ გზას და საკურორტო ზონას, გაზრდის მოძრაობის უსაფრთხოებას და გააუმჯობესებს გადაადგილების პირობებს როგორც ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტებისთვის, ისე საერთაშორისო სატრანზიტო გადაზიდვებისთვის. აღმოსავლეთი-დასავლეთის მაგისტრალის სრულად განვითარება გაზრდის გზის გამტარუნარიანობასა და ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობებს, შეამცირებს მგზავრობის დროს, გააუმჯობესებს მოძრაობის უსაფრთხოებას და შექმნის თანამედროვე საგზაო ინფრასტრუქტურას საერთაშორისო გადაზიდვებისთვის.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23288/30/232883034_83:0:1416:1000_1920x0_80_0_0_4c8713b081d0128c2e5ba5c746eb45de.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აჭარა , საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, აჭარა , საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
ბათუმი-სარფის 11,3 კმ მაგისტრალური გზის მშენებლობა იწყება
7,6 კმ სიგრძის ბათუმი-სარფის გვირაბი ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი მთავარი გვირაბის შემდეგ საქართველოში სიგრძით მეორე საავტომობილო გვირაბი იქნება.
თბილისი, 9 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს აღმოსავლეთი-დასავლეთის მაგისტრალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაკვეთის - ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობა იწყება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ხელშეკრულება საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანია China Railway Tunnel Group Co., Ltd-ს (CRTG) შორის გაფორმდა. 11,3-კილომეტრიანი მაგისტრალური გზის მშენებლობის შესახებ შესაბამის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა.
ბათუმი-სარფის პროექტი ითვალისწინებს 11,3 კმ სიგრძის ორზოლიანი მაგისტრალური გზის, 7,6 კმ სიგრძის გვირაბისა და 3 ხიდის მშენებლობას. მათ შორის მოეწყობა 1,47 კმ სიგრძის სახიდე გადასასვლელი. პროექტის ფარგლებში ასევე აშენდება ზღვის ნაპირის დამცავი 500-მეტრიანი ნაგებობა - 7,6 კმ სიგრძის ბათუმი-სარფის გვირაბი ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი მთავარი გვირაბის შემდეგ საქართველოში სიგრძით მეორე საავტომობილო გვირაბი იქნება.
პროექტის განხორციელების ვადა სამშენებლო სამუშაოების დაწყებიდან 48 თვეა, ხოლო ხელშეკრულების ღირებულება 809 მლნ ლარს შეადგენს. პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) სესხისა და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება.
ბათუმი–სარფის მონაკვეთის მშენებლობა აღმოსავლეთი-დასავლეთის E60–E70 ჩქაროსნული მაგისტრალის განვითარების ერთიანი პროცესის ნაწილია. მაგისტრალის 428.35 კმ-დან დღეისათვის უკვე გახსნილია 324.75 კმ.
„ბათუმი-სარფის ახალი გზა საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური დერეფნის დასავლეთის ბოლო მონაკვეთია. იგი ბათუმის შემოვლით მაგისტრალურ გზას საქართველოსა და თურქეთის სახელმწიფო საზღვართან დააკავშირებს და ქვეყნის გავლით ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება“, - ნათქვამია განცხადებაში.
აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი „შუა დერეფნის" ერთ-ერთი ძირითადი სატრანსპორტო არტერიაა. წითელი ხიდი-თბილისი-სარფის მიმართულება შავი ზღვის პორტებთან და საქართველოს სახმელეთო საზღვრებთან ერთად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ სატრანზიტო ქსელში. შესაბამისად, მაგისტრალის განვითარება ზრდის საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობებს და აძლიერებს ქვეყნის სატრანსპორტო კავშირებს შავი ზღვის, სამხრეთ კავკასიის, თურქეთისა და ევროპის მიმართულებით.
ახალი გზა ბათუმის შემოვლით მაგისტრალს უშუალოდ დაუკავშირდება. შედეგად, საერთაშორისო და სატრანზიტო მოძრაობა აჭარის მჭიდროდ დასახლებული და საკურორტო ზღვისპირა ზოლიდან ახალ გზაზე გადაერთვება. ეს მნიშვნელოვნად განტვირთავს არსებულ გზას და საკურორტო ზონას, გაზრდის მოძრაობის უსაფრთხოებას და გააუმჯობესებს გადაადგილების პირობებს როგორც ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტებისთვის, ისე საერთაშორისო სატრანზიტო გადაზიდვებისთვის.
აღმოსავლეთი-დასავლეთის მაგისტრალის სრულად განვითარება გაზრდის გზის გამტარუნარიანობასა და ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობებს, შეამცირებს მგზავრობის დროს, გააუმჯობესებს მოძრაობის უსაფრთხოებას და შექმნის თანამედროვე საგზაო ინფრასტრუქტურას საერთაშორისო გადაზიდვებისთვის.