სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 8 პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2026
გამოწერა
დანაშაული 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 8 პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით, დაკავებული არიან საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულები ნარკოტიკებს წინასწარ შერჩეულ კონკრეტულ ადგილებზე ათავსებდნენ, შემდეგ კი შესაბამის კოორდინატებსა და აღმნიშვნელ ფოტოებს დაინტერესებულ პირებს უგზავნიდნენ.
სამართალდამცველებმა ბრალდებულთა პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ასევე, მათ მიერ მითითებული 44 ადილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის: „მეთადონი“, „მეფედრონი“, „ალფა-პვპ“, „მდმა”, „ჰაშიში“, „კეტამინი“ და „მარიხუანა“.
პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული.
გამოძიება სსკ-ის 260-ე, 260-ე კვარტა და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0