https://sputnik-georgia.com/20260908/premieri-ekonomikis-zrdis-magal-machveneblebs-gamoexmaura-300502516.html
პრემიერმა ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპები კორუფციასთან ბრძოლას დაუკავშირა
პრემიერმა ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპები კორუფციასთან ბრძოლას დაუკავშირა
Sputnik საქართველო
როგორც ადრე კობახიძემ განაცხადა, ხელისუფლების ზედა ეშელონებში კორუფცია აღმოფხვრილია. 08.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-08T22:39+0400
2026-09-08T22:39+0400
2026-09-08T22:39+0400
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
საქართველო კორუფციის წინააღმდეგ
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/11/299184180_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_2248d6c610f7bb088e516c5a0e4d1312.jpg
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის წარმატებით აღმოფხვრა ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესების მთავარი ფაქტორი გახდა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.სტატისტიკის თანახმად, 2026 წლის ივლისში მშპ-ის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 8%, შეადგინა, იანვარ-ივლისში ეკონომიკის ზრდის საშუალო მაჩვენებელი კი 7,9%-ის ნიშნულზე დადგინდა.კობახიძის თქმით, მიმდინარე წელს შენარჩუნებულია ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი. როგორც პრემიერმა აღნიშნა, პოზიტიური ეკონომიკური დინამიკა მიღწეულია ისეთ სექტორებში განხორციელებული საკვანძო რეფორმების წყალობით, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ლოჯისტიკა, კომუნიკაციები და ტურიზმი.„რა თქმა უნდა, ამ ეკონომიკური მაჩვენებლების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ეკონომიკის სხვადასხვა დარგში, სხვადასხვა მიმართულებით მიღწეული პროგრესია“, — აღნიშნა პრემიერმა.საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს შეადგინა 10,6%, 2022 წელს – 11%, 2023 წელს – 7,8%, 2024 წელს – 9,7%, 2025 წელს – 7,5%.როგორც ადრე კობახიძემ განაცხადა, ხელისუფლების ზედა ეშელონებში კორუფცია აღმოფხვრილია.სამსახურებრივი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა საგამოძიებო ორგანოებისთვის პრიორიტეტული გახდა 2025 წლის ბოლოს მაღალი თანამდებობის პირების დაპატიმრებების სერიის შემდეგ. 2025 წელს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაულებისთვის 104 პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.კორუფცია მოიცავს არა მხოლოდ მექრთამეობას, არამედ სხვადასხვა სახის თაღლითობას, ასევე სხვა დანაშაულებს, რომლებიც თანამდებობის პირის მიერ უკანონო მოგების მიღებას უკავშირდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07ea/06/11/299184180_0:0:2048:1537_1920x0_80_0_0_ebc394c557721ad96e16a44b1954cc0c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საქართველო კორუფციის წინააღმდეგ, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
პრემიერმა ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპები კორუფციასთან ბრძოლას დაუკავშირა
როგორც ადრე კობახიძემ განაცხადა, ხელისუფლების ზედა ეშელონებში კორუფცია აღმოფხვრილია.
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის წარმატებით აღმოფხვრა ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესების მთავარი ფაქტორი გახდა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
სტატისტიკის თანახმად, 2026 წლის ივლისში მშპ-ის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 8%, შეადგინა, იანვარ-ივლისში ეკონომიკის ზრდის საშუალო მაჩვენებელი კი 7,9%-ის ნიშნულზე დადგინდა.
„კორუფციასთან ბრძოლა იძლევა შედეგებს და ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ჩვენ მოვახერხეთ შარშანდელ წელთან შედარებით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის გაუმჯობესება, არის სწორედ ეს, რომ მოვახერხეთ ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრა და ვაგრძელებთ ბრძოლას კორუფციასთან ყველა დონეზე“, – განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის თქმით, მიმდინარე წელს შენარჩუნებულია ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი. როგორც პრემიერმა აღნიშნა, პოზიტიური ეკონომიკური დინამიკა მიღწეულია ისეთ სექტორებში განხორციელებული საკვანძო რეფორმების წყალობით, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ლოჯისტიკა, კომუნიკაციები და ტურიზმი.
„რა თქმა უნდა, ამ ეკონომიკური მაჩვენებლების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ეკონომიკის სხვადასხვა დარგში, სხვადასხვა მიმართულებით მიღწეული პროგრესია“, — აღნიშნა პრემიერმა.
საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს შეადგინა 10,6%, 2022 წელს – 11%, 2023 წელს – 7,8%, 2024 წელს – 9,7%, 2025 წელს – 7,5%.
როგორც ადრე კობახიძემ განაცხადა, ხელისუფლების ზედა ეშელონებში კორუფცია აღმოფხვრილია.
სამსახურებრივი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა საგამოძიებო ორგანოებისთვის პრიორიტეტული გახდა 2025 წლის ბოლოს მაღალი თანამდებობის პირების დაპატიმრებების სერიის შემდეგ. 2025 წელს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაულებისთვის 104 პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
კორუფცია მოიცავს არა მხოლოდ მექრთამეობას, არამედ სხვადასხვა სახის თაღლითობას, ასევე სხვა დანაშაულებს, რომლებიც თანამდებობის პირის მიერ უკანონო მოგების მიღებას უკავშირდება.