https://sputnik-georgia.com/20260907/samxaradze-evrokavshirs-xelisuflebastan-dialogisken-mouwodebs-300484409.html
თვალის ფერს არ შევიცვლით - საქართველოში ევროკავშირს ხელისუფლებასთან დიალოგისკენ მოუწოდეს
თვალის ფერს არ შევიცვლით - საქართველოში ევროკავშირს ხელისუფლებასთან დიალოგისკენ მოუწოდეს
Sputnik საქართველო
დეპუტატმა ბრიუსელს შესთავაზა შეეგუოს არსებულ ხელისუფლებას, რადგანაც ქართული საზოგადოება ევროკავშირის პოლიტიკური სიმპათიების გამო არ შეიცვლება 07.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-07T22:01+0400
2026-09-07T22:01+0400
2026-09-07T22:01+0400
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/11/288449641_0:198:2048:1350_1920x0_80_0_0_e0d7151861d1088e8b6cf25e8e1462e6.jpg
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. ევროკავშირმა დიალოგი უნდა აწარმოოს ქართული საზოგადოების მიერ არჩეულ საქართველოს ხელისუფლებასთან, მიუხედავად იმისა, თუ რა დამოკიდებულება აქვთ ცალკეულ ევროპელ პოლიტიკოსებს მოქმედი მთავრობის მიმართ, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა ნიკოლოზ სამხარაძემ.გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა ადრე განაცხადა, რომ 2026 წლის შემოდგომა გახდება „გაფართოების შემოდგომა“. მისი თქმით, გააქტიურდება დისკუსიები იმის შესახებ, თუ როგორ მომზადდეს ევროკავშირი ახალი წევრების მისაღებად - გაფართოების პერსპექტივების შესახებ მის განცხადებაში საქართველო ცალკე ნახსენები არ ყოფილა.“როგორც პარლამენტის დეპუტატმა აღნიშნა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა არაერთხელ განაცხადა, რომ ევროკავშირს არ მოსწონს საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა და სწორედ ამიტომაც არ აწარმოებს მასთან დიალოგს.საქართველო და ევროკავშირიამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, 2025 წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/11/288449641_240:186:2048:1542_1920x0_80_0_0_b81e4d2d16681a1a1d344b10cdf39945.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
თვალის ფერს არ შევიცვლით - საქართველოში ევროკავშირს ხელისუფლებასთან დიალოგისკენ მოუწოდეს
დეპუტატმა ბრიუსელს შესთავაზა შეეგუოს არსებულ ხელისუფლებას, რადგანაც ქართული საზოგადოება ევროკავშირის პოლიტიკური სიმპათიების გამო არ შეიცვლება
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. ევროკავშირმა დიალოგი უნდა აწარმოოს ქართული საზოგადოების მიერ არჩეულ საქართველოს ხელისუფლებასთან, მიუხედავად იმისა, თუ რა დამოკიდებულება აქვთ ცალკეულ ევროპელ პოლიტიკოსებს მოქმედი მთავრობის მიმართ, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა ნიკოლოზ სამხარაძემ.
გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა ადრე განაცხადა, რომ 2026 წლის შემოდგომა გახდება „გაფართოების შემოდგომა“. მისი თქმით, გააქტიურდება დისკუსიები იმის შესახებ, თუ როგორ მომზადდეს ევროკავშირი ახალი წევრების მისაღებად - გაფართოების პერსპექტივების შესახებ მის განცხადებაში საქართველო ცალკე ნახსენები არ ყოფილა.“
„ჩვენ თვალის ფერს, თმის ფერს და ცხვირის ფორმას ვერ შევიცვლით იმის მიხედვით, კაია კალასს ან ნებისმიერ სხვა პოლიტიკოსს მოეწონება თუ არა – პრაგმატული მიდგომის შემთხვევაში, ევროკავშირი უნდა ელაპარაკებოდეს სწორედ ქართული საზოგადოების მიერ არჩეულ ხელისუფლებას”, - განაცხადა სამხარაძემ.
როგორც პარლამენტის დეპუტატმა აღნიშნა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა არაერთხელ განაცხადა, რომ ევროკავშირს არ მოსწონს საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა და სწორედ ამიტომაც არ აწარმოებს მასთან დიალოგს.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, 2025 წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.
2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.