მესტიაში არასრულწლოვნებს შორის დაწყებული კონფლიქტი დაჭრით დასრულდა

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2026
გამოწერა
კონფლიქტში ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამა ჩაერთო, რომელმაც მეორე არასრულწლოვანი სცემა და ორი პირი დაჭრა.
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. პოლიციამ მესტიაში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 სექტემბერს, დაბა მესტიაში, ორ არასრულწლოვანს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა. კონფლიქტში ჩაერთო ერთ-ერთი არასრულწლოვნის მამა, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეორე არასრულწლოვანს.
ინციდენტში მოგვიანებით რამდენიმე მოქალაქე ჩაერთო, რა დროსაც ბრალდებულმა ცივი იარაღით ორი პირი დაჭრა, ფიზიკური დაპირისპირებისას დაშავდა ბრალდებულიც. ამ დროისთვის სამივე მათგანი კლინიკაშია მოთავსებული.
სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული პირი სამედიცინო დაწესებულებაში დააკავეს.
გამოძიება სსკ-ის 117-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0