https://sputnik-georgia.com/20260907/kobaxidzem-rkinigzasa-da-portebshi-gamtarunarianobis-gaormagebis-shesaxeb-ganacxada-300473740.html
პრემიერმა რკინიგზისა და პორტების გამტარუნარიანობის გაორმაგების გეგმის შესახებ განაცხადა
პრემიერმა რკინიგზისა და პორტების გამტარუნარიანობის გაორმაგების გეგმის შესახებ განაცხადა
Sputnik საქართველო
GIMF 2026 საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებაა, რომელიც საქართველოს საზღვაო ქვეყნის სტატუსის განმტკიცებას, „შუა დერეფნის" განვითარების პოტენციალის წარმოჩენასა... 07.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-07T13:56+0400
2026-09-07T13:56+0400
2026-09-07T13:56+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
აჭარა
საქართველოს რკინიგზა
საქართველოს პორტები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291594298_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_88f64b58d61173530072230847b0e55e.jpg
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობის ათწლიანი გეგმა ითვალისწინებს რკინიგზისა და პორტების გამტარუნარიანობის გაორმაგებას და საერთაშორისო აეროპორტების გამტარუნარიანობის გასამმაგებას — ამ ხედვას უკვე მოჰყვა კონკრეტული ნაბიჯები და მნიშვნელოვანი ინვესტიციები, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმში საერთაშორისო საზღვაო ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.ბათუმი 7–8 სექტემბერს საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმს GIMF-2026 მასპინძლობს, რომელიც პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით ტარდება. ფორუმის მთავარი თემებია საქართველოს როლი „შუა დერეფანში" და ქვეყანაზე გამავალი სატრანზიტო-სატრანსპორტო მარშრუტების მნიშვნელობა.მთავრობის მეთაურის თქმით, ამ გეგმის განხორციელება უკვე დაწყებულია: მხოლოდ მიმდინარე წელს მოძრავი შემადგენლობისა და რკინიგზის ინფრასტრუქტურის განახლებისთვის 1 მლრდ ლარზე მეტი გამოიყო. გარდა ამისა, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები უკვე 75%-ით დასრულებულია.როგორც კობახიძემ აღნიშნა, საზღვაო ფორუმის ჩატარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გლობალური ეკონომიკის ახალი გამოწვევების ფონზე, როდესაც მარშრუტების დივერსიფიკაციის, მიწოდების ჯაჭვების მდგრადობისა და ევროპასა და აზიას შორის საიმედო კავშირების როლი სულ უფრო იზრდება.„საქართველო საუკუნეების განმავლობაში იყო ადგილი, სადაც ერთმანეთს ხვდებოდა აღმოსავლეთი და დასავლეთი, ევროპა და აზია და დღეს არის შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილი, რომელსაც დიდი პოტენციალი და სტრატეგიული დატვირთვა აქვს", - განაცხადა პრემიერმა.საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი 2016 წლიდან იმართება. წელს ფორუმზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს, როგორიცაა „შუა დერეფნის" განვითარების შესაძლებლობები, რეგიონული სატრანსპორტო-ლოჯისტიკური დაკავშირებადობა, ინოვაციები, მდგრადი საზღვაო ტრანსპორტი, საჯარო-კერძო პარტნიორობის გაძლიერება და სხვ.„შუა დერეფანი"ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ანუ „შუა დერეფანი", 2014 წლის თებერვალში აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში მოღვაწე წამყვანი საწარმოების მონაწილეობით შეიქმნა.მარშრუტი ამჟამად გადის ჩინეთ-ყაზახეთის საზღვრიდან ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ევროპაში.2022 წლის ივნისში თურქეთის, აზერბაიჯანის და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ სამმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაზე და კასპიის ზღვის გავლით "შუა დერეფნის" პოტენციალის განვითარებაზე. თურქეთი გამოვიდა ინიციატივით, საქართველო ჩართულიყო დერეფანში როგორც სატრანზიტო გზის ნაწილი.საქართველო „შუა დერეფანს" 2022 წელს შეუერთდა. საქართველოს დერეფანში სატრანზიტო გზის ნაწილად ჩართვის ინიციატორი თურქეთი იყო.საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარებაზე – ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის ნაწილის მშენებლობის ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს, ასევე მიმდინარეობს ანაკლიის პორტის მშენებლობა.
საქართველო
აჭარა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/1d/291594298_70:0:1209:854_1920x0_80_0_0_ae8913aea1f3697b247dee0448ddeddc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, აჭარა , საქართველოს რკინიგზა, საქართველოს პორტები, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, აჭარა , საქართველოს რკინიგზა, საქართველოს პორტები, ახალი ამბები
პრემიერმა რკინიგზისა და პორტების გამტარუნარიანობის გაორმაგების გეგმის შესახებ განაცხადა
GIMF 2026 საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებაა, რომელიც საქართველოს საზღვაო ქვეყნის სტატუსის განმტკიცებას, „შუა დერეფნის" განვითარების პოტენციალის წარმოჩენასა და რეგიონული სატრანსპორტო კავშირების გლობალურ დონეზე გაძლიერებას ისახავს მიზნად
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობის ათწლიანი გეგმა ითვალისწინებს რკინიგზისა და პორტების გამტარუნარიანობის გაორმაგებას და საერთაშორისო აეროპორტების გამტარუნარიანობის გასამმაგებას — ამ ხედვას უკვე მოჰყვა კონკრეტული ნაბიჯები და მნიშვნელოვანი ინვესტიციები, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმში საერთაშორისო საზღვაო ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.
ბათუმი 7–8 სექტემბერს საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმს GIMF-2026 მასპინძლობს, რომელიც პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით ტარდება. ფორუმის მთავარი თემებია საქართველოს როლი „შუა დერეფანში" და ქვეყანაზე გამავალი სატრანზიტო-სატრანსპორტო მარშრუტების მნიშვნელობა.
„ჩვენი 10-წლიანი გეგმა ითვალისწინებს რკინიგზის გამტარუნარიანობის გაორმაგებას და ტვირთის გადაზიდვის დროის განახევრებას, ნავსადგურების გამტარუნარიანობის გაორმაგებას და საერთაშორისო აეროპორტების გამტარუნარიანობის გასამმაგებას. ამ ხედვას უკვე მოჰყვა კონკრეტული ნაბიჯები და მნიშვნელოვანი ინვესტიციები", - განაცხადა კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამ გეგმის განხორციელება უკვე დაწყებულია: მხოლოდ მიმდინარე წელს მოძრავი შემადგენლობისა და რკინიგზის ინფრასტრუქტურის განახლებისთვის 1 მლრდ ლარზე მეტი გამოიყო. გარდა ამისა, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები უკვე 75%-ით დასრულებულია.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, საზღვაო ფორუმის ჩატარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გლობალური ეკონომიკის ახალი გამოწვევების ფონზე, როდესაც მარშრუტების დივერსიფიკაციის, მიწოდების ჯაჭვების მდგრადობისა და ევროპასა და აზიას შორის საიმედო კავშირების როლი სულ უფრო იზრდება.
„საქართველო საუკუნეების განმავლობაში იყო ადგილი, სადაც ერთმანეთს ხვდებოდა აღმოსავლეთი და დასავლეთი, ევროპა და აზია და დღეს არის შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილი, რომელსაც დიდი პოტენციალი და სტრატეგიული დატვირთვა აქვს", - განაცხადა პრემიერმა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, „შუა დერეფნის" მასშტაბური პოტენციალის რეალიზებისთვის, სადაც, მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2030 წლისთვის ტვირთბრუნვა შეიძლება გასამმაგდეს, ხოლო გადაზიდვის დრო განახევრდეს, საქართველოს მთავრობამ გრძელვადიანი სტრატეგია შეიმუშავა. აღნიშნული გეგმის ფარგლებში 2032 წლამდე იგეგმება დაახლოებით 7 მლრდ დოლარის მოზიდვა. ეს თანხები ქვეყნის ძირითადი სატრანსპორტო და ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციასა და განვითარებაზე იქნება მიმართული.
საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი 2016 წლიდან იმართება. წელს ფორუმზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს, როგორიცაა „შუა დერეფნის" განვითარების შესაძლებლობები, რეგიონული სატრანსპორტო-ლოჯისტიკური დაკავშირებადობა, ინოვაციები, მდგრადი საზღვაო ტრანსპორტი, საჯარო-კერძო პარტნიორობის გაძლიერება და სხვ.
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ანუ „შუა დერეფანი", 2014 წლის თებერვალში აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში მოღვაწე წამყვანი საწარმოების მონაწილეობით შეიქმნა.
მარშრუტი ამჟამად გადის ჩინეთ-ყაზახეთის საზღვრიდან ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ევროპაში.
2022 წლის ივნისში თურქეთის, აზერბაიჯანის და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ სამმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაზე და კასპიის ზღვის გავლით "შუა დერეფნის" პოტენციალის განვითარებაზე. თურქეთი გამოვიდა ინიციატივით, საქართველო ჩართულიყო დერეფანში როგორც სატრანზიტო გზის ნაწილი.
საქართველო „შუა დერეფანს" 2022 წელს შეუერთდა. საქართველოს დერეფანში სატრანზიტო გზის ნაწილად ჩართვის ინიციატორი თურქეთი იყო.
საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარებაზე – ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის ნაწილის მშენებლობის ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს, ასევე მიმდინარეობს ანაკლიის პორტის მშენებლობა.