https://sputnik-georgia.com/20260907/germaneli-politikosi-mercis-damarcxebaze-300536557.html
ანტირუსული პოლიტიკის შედეგი - გერმანელი პოლიტიკოსი მერცის დამარცხებაზე
ანტირუსული პოლიტიკის შედეგი - გერმანელი პოლიტიკოსი მერცის დამარცხებაზე
Sputnik საქართველო
ნიმაიერი მიიჩნევს, რომ მერცის მმართველობის დროს გერმანიამ რუსეთის მიმართ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი პოზიცია დაიკავა, თუმცა ბერლინს ჯერ კიდევ არ შეუძლია... 07.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-07T20:11+0400
2026-09-07T20:11+0400
2026-09-10T20:16+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთი
პოლიტიკა
გერმანია
მსოფლიოს ახალი ამბები
ევროპა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1d/259994994_0:0:3035:1708_1920x0_80_0_0_5523983b799243c996aba1349cd2a4a4.jpg
თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის კურსი ქვეყნის სამხედრო პოტენციალის გაძლიერებისკენ და რუსეთის მიმართ მკაცრი პოლიტიკა ოპოზიციური პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მხარდაჭერის ზრდის ერთ-ერთი ფაქტორი გახდა, მიიჩნევს კონსტიტუციისა და სუვერენიტეტის გერმანული საბჭოს ხელმძღვანელი რალფ ნიმაიერი, იუწყება „რია ნოვოსტი“. გერმანიის კონსტიტუციისა და სუვერენიტეტის საბჭოს ხელმძღვანელ რალფ ნიმაიერს, იუწყება РИА Новости.ფედერალური მიწის, საქსონია-ანჰალტის რეგიონული პარლამენტის არჩევნები 6 სექტემბერს გაიმართა. მათი შედეგების მიხედვით, „ალტერნატივამ გერმანიისთვის“ (AfD) პირველი ადგილი დაიკავა და ხმების 43,8% მიიღო. კანცლერ მერცის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ კი მეორე ადგილზე აღმოჩნდა 17,2%-ით.საქსონია-ანჰალტის ფედერალური მიწის რეგიონული პარლამენტის არჩევნები 6 სექტემბერს გაიმართა. პირველი ადგილი „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) დაიკავა ხმების 43,8%-ით. მეორე ადგილზე კანცლერ მერცის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი გავიდა ხმების 17,2%-ით.კენჭისყრის შედეგების კომენტარისას ნიმაიერმა განაცხადა, რომ მერცის მიერ გატარებული მილიტარიზაციის პოლიტიკა ამომრჩეველთა მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერით არ სარგებლობს. მისი აზრით, გერმანელები ასევე არ უჭერენ მხარს კანცლერის მკაცრ ანტირუსულ კურსს.ნიმაიერი მიიჩნევს, რომ მერცის მმართველობის დროს გერმანიამ რუსეთის მიმართ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი პოზიცია დაიკავა, თუმცა ბერლინს ჯერ კიდევ არ შეუძლია სრულიად დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის გატარება და დიდწილად აშშ-ზეა დამოკიდებული.პოლიტიკოსმა AfD-ის წარმატების კიდევ ერთ მიზეზად დაასახელა გერმანული საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება მიგრაციული პოლიტიკითა და მიგრანტების შემოდინებით. მან საქსონია-ანჰალტის არჩევნების შედეგები გერმანიის პოლიტიკური ელიტისთვის სერიოზულ შოკად შეაფასა.
გერმანია
ევროპა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/1d/259994994_0:0:2729:2047_1920x0_80_0_0_3ad3ac76d006deccfc3be1055af3d35c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, პოლიტიკა, გერმანია , მსოფლიოს ახალი ამბები, ევროპა
რუსეთი, პოლიტიკა, გერმანია , მსოფლიოს ახალი ამბები, ევროპა
ანტირუსული პოლიტიკის შედეგი - გერმანელი პოლიტიკოსი მერცის დამარცხებაზე
20:11 07.09.2026 (განახლებულია: 20:16 10.09.2026) ნიმაიერი მიიჩნევს, რომ მერცის მმართველობის დროს გერმანიამ რუსეთის მიმართ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი პოზიცია დაიკავა, თუმცა ბერლინს ჯერ კიდევ არ შეუძლია სრულიად დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის გატარება და დიდწილად აშშ-ზეა დამოკიდებული.
თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის კურსი ქვეყნის სამხედრო პოტენციალის გაძლიერებისკენ და რუსეთის მიმართ მკაცრი პოლიტიკა ოპოზიციური პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მხარდაჭერის ზრდის ერთ-ერთი ფაქტორი გახდა, მიიჩნევს კონსტიტუციისა და სუვერენიტეტის გერმანული საბჭოს ხელმძღვანელი რალფ ნიმაიერი, იუწყება „რია ნოვოსტი“. გერმანიის კონსტიტუციისა და სუვერენიტეტის საბჭოს ხელმძღვანელ რალფ ნიმაიერს, იუწყება
РИА Новости.
ფედერალური მიწის, საქსონია-ანჰალტის რეგიონული პარლამენტის არჩევნები 6 სექტემბერს გაიმართა. მათი შედეგების მიხედვით, „ალტერნატივამ გერმანიისთვის“ (AfD) პირველი ადგილი დაიკავა და ხმების 43,8% მიიღო. კანცლერ მერცის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ კი მეორე ადგილზე აღმოჩნდა 17,2%-ით.
საქსონია-ანჰალტის ფედერალური მიწის რეგიონული პარლამენტის არჩევნები 6 სექტემბერს გაიმართა. პირველი ადგილი „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) დაიკავა ხმების 43,8%-ით. მეორე ადგილზე კანცლერ მერცის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი გავიდა ხმების 17,2%-ით.
კენჭისყრის შედეგების კომენტარისას ნიმაიერმა განაცხადა, რომ მერცის მიერ გატარებული მილიტარიზაციის პოლიტიკა ამომრჩეველთა მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერით არ სარგებლობს. მისი აზრით, გერმანელები ასევე არ უჭერენ მხარს კანცლერის მკაცრ ანტირუსულ კურსს.
ნიმაიერი მიიჩნევს, რომ მერცის მმართველობის დროს გერმანიამ რუსეთის მიმართ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი პოზიცია დაიკავა, თუმცა ბერლინს ჯერ კიდევ არ შეუძლია სრულიად დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის გატარება და დიდწილად აშშ-ზეა დამოკიდებული.
პოლიტიკოსმა AfD-ის წარმატების კიდევ ერთ მიზეზად დაასახელა გერმანული საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება მიგრაციული პოლიტიკითა და მიგრანტების შემოდინებით. მან საქსონია-ანჰალტის არჩევნების შედეგები გერმანიის პოლიტიკური ელიტისთვის სერიოზულ შოკად შეაფასა.