https://sputnik-georgia.com/20260906/erushetis-erovnul-parkshi-inprastruqturas-moawesrigeben-300468113.html
ერუშეთის ეროვნული პარკი ვიზიტორებისთვის ინფრასტრუქტურას გააუმჯობესებს
ერუშეთის ეროვნული პარკი ვიზიტორებისთვის ინფრასტრუქტურას გააუმჯობესებს
Sputnik საქართველო
ერუშეთის ეროვნული პარკი — დაცული ტერიტორიაა, რომელიც 2021 წელს შეიქმნა. ის ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მდებარეობს. 06.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-06T20:13+0400
2026-09-06T20:13+0400
2026-09-06T20:13+0400
საქართველო
დაცული ტერიტორიების სააგენტო
საზოგადოება
ტურიზმი საქართველოში
ახალი ამბები
სამცხე-ჯავახეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22853/26/228532680_0:81:1494:921_1920x0_80_0_0_10af56de683bd2f3c79d7e3bf512b4ea.jpg
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. ერუშეთის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა მომსახურების გაუმჯობესებისა და ტურისტული შესაძლებლობების განვითარების მიზნით, ვიზიტორთა ცენტრი და ადმინისტრაციული შენობა აშენდება, განაცხადეს დაცული ტერიტორიების სააგენტოში.ერუშეთის ეროვნული პარკი — დაცული ტერიტორიაა, რომელიც 2021 წელს შეიქმნა. ის ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მდებარეობს. აღნიშნულ დაცულ ტერიტორიას მნიშვნელოვანი რეგიონული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან იგი დაახლოებით 38 კმ-ის მანძილზე ესაზღვრება თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ ფოცხოვის მდინარის ნაკრძალს, რაც ახალ პერსპექტივებს აჩენს ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის.თანამედროვე ცენტრში ვიზიტორები შეძლებენ დეტალური ინფორმაციის მიღებას ეროვნული პარკის, მისი ბუნებრივი და კულტურული ღირსშესანიშნაობების, ასევე არსებული საფეხმავლო მარშრუტების შესახებ. ადგილზევე მათ შეეძლებათ დაგეგმონ თავიანთი მოგზაურობა და აირჩიონ სასურველი მარშრუტი.ერუშეთის ეროვნული პარკის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, ბიომრავალფეროვნებისა და მდგრადი ადგილობრივი განვითარების პროექტის (BSLD) ფარგლებში, შესაბამისი ხელშეკრულება უკვე გაფორმდა. პროექტი ხორციელდება გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა (BMZ) და გერმანიის განვითარების სახელმწიფო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით.საქართველოში სულ 15 ეროვნული პარკია, რომელთა საერთო ფართობი 512 235,01 ჰექტარს შეადგენს.
საქართველო
სამცხე-ჯავახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22853/26/228532680_81:0:1414:1000_1920x0_80_0_0_ee106d7d34a87128f2ed96dda03a7cd5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, დაცული ტერიტორიების სააგენტო, საზოგადოება, ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები, სამცხე-ჯავახეთი
საქართველო, დაცული ტერიტორიების სააგენტო, საზოგადოება, ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები, სამცხე-ჯავახეთი
ერუშეთის ეროვნული პარკი ვიზიტორებისთვის ინფრასტრუქტურას გააუმჯობესებს
ერუშეთის ეროვნული პარკი — დაცული ტერიტორიაა, რომელიც 2021 წელს შეიქმნა. ის ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მდებარეობს.
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. ერუშეთის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა მომსახურების გაუმჯობესებისა და ტურისტული შესაძლებლობების განვითარების მიზნით, ვიზიტორთა ცენტრი და ადმინისტრაციული შენობა აშენდება, განაცხადეს დაცული ტერიტორიების სააგენტოში.
ერუშეთის ეროვნული პარკი — დაცული ტერიტორიაა, რომელიც 2021 წელს შეიქმნა. ის ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მდებარეობს. აღნიშნულ დაცულ ტერიტორიას მნიშვნელოვანი რეგიონული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან იგი დაახლოებით 38 კმ-ის მანძილზე ესაზღვრება თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ ფოცხოვის მდინარის ნაკრძალს, რაც ახალ პერსპექტივებს აჩენს ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისთვის.
თანამედროვე ცენტრში ვიზიტორები შეძლებენ დეტალური ინფორმაციის მიღებას ეროვნული პარკის, მისი ბუნებრივი და კულტურული ღირსშესანიშნაობების, ასევე არსებული საფეხმავლო მარშრუტების შესახებ. ადგილზევე მათ შეეძლებათ დაგეგმონ თავიანთი მოგზაურობა და აირჩიონ სასურველი მარშრუტი.
ერუშეთის ეროვნული პარკის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, ბიომრავალფეროვნებისა და მდგრადი ადგილობრივი განვითარების პროექტის (BSLD) ფარგლებში, შესაბამისი ხელშეკრულება უკვე გაფორმდა. პროექტი ხორციელდება გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა (BMZ) და გერმანიის განვითარების სახელმწიფო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით.
საქართველოში სულ 15 ეროვნული პარკია, რომელთა საერთო ფართობი 512 235,01 ჰექტარს შეადგენს.