https://sputnik-georgia.com/20260906/ceskom-3-oqtombris-archevnebistvis-tanxa-gamoko-300464583.html
ცესკო: მთავრობამ შუალედური არჩევნებისთვის სარეზერვო ფონდიდან 1,1 მლნ ლარი გამოყო
ცესკო: მთავრობამ შუალედური არჩევნებისთვის სარეზერვო ფონდიდან 1,1 მლნ ლარი გამოყო
Sputnik საქართველო
2026 წლის 3 ოქტომბერს საკრებულოების შუალედური არჩევნები ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში გაიმართება 06.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-06T13:38+0400
2026-09-06T13:38+0400
2026-09-06T13:38+0400
საქართველო
ცესკო
თვითმმართველობის არჩევნები
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს მთავრობა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/04/295219675_0:66:1281:786_1920x0_80_0_0_2328b4d4487769bfae2510ac897c04ea.jpg
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ 4 მუნიციპალიტეტში 3 ოქტომბერს გასამართი შუალედური არჩევნებისთვის სარეზერვო ფონდიდან ცესკოს 1 117 000 ლარი გამოუყო, შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი უკვე მოაწერა. 2026 წლის 3 ოქტომბერს საკრებულოების შუალედური არჩევნები ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მხოლოდ 2 პოლიტიკური სუბიექტი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და ოპოზიციური პარტია „ძლიერი საქართველო - ლელო“ მიიღებს მონაწილეობას.აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში შუალედური არჩევნების დანიშვნის მიზეზი საკრებულოების მაჟორიტარი დეპუტატების სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა გახდა.ცესკოს ინფორმაციით, საარჩევნო ბიულეტენში „ქართული ოცნების“ კანდიდატები 41-ე ნომრად იქნებიან წარდგენილი, ხოლო „ლელო“ - მე-9 ნომრად.მუნიციპალიტეტის ორგანოთა შუალედური არჩევნები ინიშნება მაშინ, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი (საკრებულო) ან აღმასრულებელი (მერი) ორგანოს წევრს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდება. ასეთ დროს ცენტრალური საარჩევნო კომისია ნიშნავს და ატარებს შუალედურ არჩევნებს შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა და საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად.მედიის წარმომადგენლებისა და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების აკრედიტაციის განაცხადების შესაბამის საარჩევნო კომისიაში წარდგენის ბოლო ვადა 23 სექტემბერია. საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა განაცხადები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 26 სექტემბრამდე უნდა წარადგინონ.არჩევნებში გაიმარჯვებს ის კანდიდატი, რომელიც თავის ოპონენტებზე მეტ ხმას მიიღებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/0a/04/295219675_72:0:1208:852_1920x0_80_0_0_d6e70e46cf3b1fa6f60038e5624b9f8c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ცესკო, თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს მთავრობა , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ცესკო, თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს მთავრობა , საზოგადოება, ახალი ამბები
ცესკო: მთავრობამ შუალედური არჩევნებისთვის სარეზერვო ფონდიდან 1,1 მლნ ლარი გამოყო
2026 წლის 3 ოქტომბერს საკრებულოების შუალედური არჩევნები ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში გაიმართება
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ 4 მუნიციპალიტეტში 3 ოქტომბერს გასამართი შუალედური არჩევნებისთვის სარეზერვო ფონდიდან ცესკოს 1 117 000 ლარი გამოუყო, შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი უკვე მოაწერა.
2026 წლის 3 ოქტომბერს საკრებულოების შუალედური არჩევნები ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მხოლოდ 2 პოლიტიკური სუბიექტი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და ოპოზიციური პარტია „ძლიერი საქართველო - ლელო“ მიიღებს მონაწილეობას.
აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში შუალედური არჩევნების დანიშვნის მიზეზი საკრებულოების მაჟორიტარი დეპუტატების სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა გახდა.
„შუალედური არჩევნებისთვის ჯამში შვიდი საარჩევნო უბანი გაიხსნება, მათ შორის ოთხ საარჩევნო უბანზე გამოყენებული იქნება ელექტრონული ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატები. ამომრჩევლები აღნიშნული მუნიციპალიტეტების საკრებულოების 4 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ“, - ნათქვამია ცესკოს გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცესკოს ინფორმაციით, საარჩევნო ბიულეტენში „ქართული ოცნების“ კანდიდატები 41-ე ნომრად იქნებიან წარდგენილი, ხოლო „ლელო“ - მე-9 ნომრად.
მუნიციპალიტეტის ორგანოთა შუალედური არჩევნები ინიშნება მაშინ, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი (საკრებულო) ან აღმასრულებელი (მერი) ორგანოს წევრს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდება. ასეთ დროს ცენტრალური საარჩევნო კომისია ნიშნავს და ატარებს შუალედურ არჩევნებს შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა და საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად.
მედიის წარმომადგენლებისა და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების აკრედიტაციის განაცხადების შესაბამის საარჩევნო კომისიაში წარდგენის ბოლო ვადა 23 სექტემბერია. საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა განაცხადები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 26 სექტემბრამდე უნდა წარადგინონ.
არჩევნებში გაიმარჯვებს ის კანდიდატი, რომელიც თავის ოპონენტებზე მეტ ხმას მიიღებს.