https://sputnik-georgia.com/20260905/qartuli-kompaniebi-cinetsi-prestijul-agrosasursato-gamofenaze-wardgnen-300458182.html
ქართული კომპანიები ჩინეთში პრესტიჟულ აგროსასურსათო გამოფენაზე წარდგნენ
ქართული კომპანიები ჩინეთში პრესტიჟულ აგროსასურსათო გამოფენაზე წარდგნენ
Sputnik საქართველო
SIAL Guangzhou-ზე საქართველოს პავილიონის წარდგენა ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ცნობადობის გაზრდასა და ახალი ბაზრების ათვისებას უწყობს ხელს, განაცხადეს... 05.09.2026-ს, Sputnik საქართველო
2026-09-05T19:43+0400
2026-09-05T19:43+0400
2026-09-05T19:43+0400
ახალი ამბები
საქართველო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საქართველოს სოფლის მეურნეობა
ქართული ღვინო
ჩინეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24336/17/243361775_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_c393adac00e36d455fe79ad5730a9b36.jpg
თბილისი, 5 სექტემბერი - Sputnik. თერთმეტმა ქართულმა კომპანიამ წარადგინა ღვინო, სპირტიანი სასმელები, ნატურალური წვენები და მინერალური წყალი ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე SIAL Guangzhou, იუწყება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.საქართველო წელს პირველად მონაწილეობს საერთაშორისო გამოფენაში SIAL Guangzhou. SIAL-ის ფორმატის საერთაშორისო გამოფენებზე კი ქართული აგროსასურსათო პროდუქცია ჩინეთში უკვე მესამედ არის წარმოდგენილი.SIAL Guangzhou ქართული კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი ბიზნესპლატფორმაა, რომელიც პოტენციურ პარტნიორებთან შეხვედრის, ახალი ბიზნესკონტაქტების დამყარებისა და პროდუქციის საერთაშორისო აუდიტორიისთვის წარდგენის შესაძლებლობას ქმნის, აღნიშნეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში.ჩინეთში SIAL Guangzhou-ზე საქართველოს პავილიონის პირველად წარდგენა ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ცნობადობის გაზრდასა და ახალი ბაზრების ათვისებას უწყობს ხელს, რაც ქართული პროდუქციის საექსპორტო არეალის გაფართოების შესაძლებლობას იძლევა.SIAL-ის საერთაშორისო გამოფენებში საქართველოს მონაწილეობა ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციასა და საერთაშორისო ბაზრებზე მისი პოზიციონირების გაძლიერებას ემსახურება, აღნიშნეს სამინისტროში.მთავრობის აგროპოლიტიკის მთავარი მიზანია აგროპროდუქციის ექსპორტის გაზრდა და იმპორტზე ქვეყნის დამოკიდებულების შემცირება.ამ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტებია აგროსასურსათო სექტორში კონკურენტუნარიანობის გაზრდა, მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოების სტაბილური ზრდა, სურსათის უვნებლობა და სოფლის განვითარება.
საქართველო
ჩინეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2026
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24336/17/243361775_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_8c49eafcc1f407c349bdbf09cf90e3a1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ქართული ღვინო, ჩინეთი
ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სოფლის მეურნეობა, ქართული ღვინო, ჩინეთი
ქართული კომპანიები ჩინეთში პრესტიჟულ აგროსასურსათო გამოფენაზე წარდგნენ
SIAL Guangzhou-ზე საქართველოს პავილიონის წარდგენა ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ცნობადობის გაზრდასა და ახალი ბაზრების ათვისებას უწყობს ხელს, განაცხადეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში
თბილისი, 5 სექტემბერი - Sputnik. თერთმეტმა ქართულმა კომპანიამ წარადგინა ღვინო, სპირტიანი სასმელები, ნატურალური წვენები და მინერალური წყალი ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე SIAL Guangzhou, იუწყება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
საქართველო წელს პირველად მონაწილეობს საერთაშორისო გამოფენაში SIAL Guangzhou. SIAL-ის ფორმატის საერთაშორისო გამოფენებზე კი ქართული აგროსასურსათო პროდუქცია ჩინეთში უკვე მესამედ არის წარმოდგენილი.
SIAL Guangzhou ქართული კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი ბიზნესპლატფორმაა, რომელიც პოტენციურ პარტნიორებთან შეხვედრის, ახალი ბიზნესკონტაქტების დამყარებისა და პროდუქციის საერთაშორისო აუდიტორიისთვის წარდგენის შესაძლებლობას ქმნის, აღნიშნეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
ჩინეთში SIAL Guangzhou-ზე საქართველოს პავილიონის პირველად წარდგენა ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ცნობადობის გაზრდასა და ახალი ბაზრების ათვისებას უწყობს ხელს, რაც ქართული პროდუქციის საექსპორტო არეალის გაფართოების შესაძლებლობას იძლევა.
SIAL-ის საერთაშორისო გამოფენებში საქართველოს მონაწილეობა ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციასა და საერთაშორისო ბაზრებზე მისი პოზიციონირების გაძლიერებას ემსახურება, აღნიშნეს სამინისტროში.
მთავრობის აგროპოლიტიკის მთავარი მიზანია აგროპროდუქციის ექსპორტის გაზრდა და იმპორტზე ქვეყნის დამოკიდებულების შემცირება.
ამ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტებია აგროსასურსათო სექტორში კონკურენტუნარიანობის გაზრდა, მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოების სტაბილური ზრდა, სურსათის უვნებლობა და სოფლის განვითარება.